ჰოროსკოპი

ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის – არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა“ ნიშნები

ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშნის წარმომადგენლებს არ ესმით, როდის უნდა გაჩუმდნენ და საერთოდ არ გააღონ პირი. ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რაზეც გაჩუმება ნამდვილად ღირს. ბევრი ნანობს მწარედ, რომ დროზე არ შეჩერდა და თქვა ის, რაზეც გაჩუმება სჯობდა. ვის შეიძლება გავუმხილოთ საიდუმლო და ვის არა – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.

 მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ძალიან უყვართ ურთიერთობები, ისინი იშვიათად იტყუებიან და ეშმაკობენ. მშვილდოსნები ყველაფერს ჰყვებიან, მაგრამ, სამწუხაროდ, არის თემები, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობებისას საერთოდ არ უნდა შეეხონ. მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ლაპარაკის დიდი სურვილის მოძალებისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ყველაფრის წამოროშვა შეუძლიათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს უყვართ, როდესაც ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით საკუთარ ავტორიტეტულ მოსაზრებას გამოთქვამენ. ხანდახან დგება მომენტი, როდესაც ნამდვილად დროა, შეწყვიტონ ნოტაციების კითხვა და მაღალი ჭეშმარიტებების მტკიცება, მაგრამ ეს მათთვის ადვილი არ არის. ეს ადამიანები მეტად თავშეკავებული ასაკის მატებასთან ერთად ხდებიან, როდესაც აგროვებენ გამოცდილებას, მათ შორის, მწარეს.

ტყუპი

ტყუპებზე ვერ ვიტყვით, რომ საერთოდ არ ესმით, როდის უნდა გაჩუმდნენ, მაგრამ როდესაც ამას ხვდებიან, უკვე გვიანია. ხშირად ისინი ამ თვისების გამო ძვირფას ადამიანებს სტკენენ გულს და შემდეგ მწარედ ნანობენ, მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან გაკვეთილი ვერ გამოაქვთ და შემდეგ ჯერზეც იმავეს აკეთებენ.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close