პოლიტიკაქართველები უცხოეთშისპორტი

ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონს ილია თოფურიას შეხვდა (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს ილია თოფურიას შეხვდა, რომელიც ირაკლი კობახიძის მოიწვევით საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. პრემიერმა წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია. 

პრემიერმა შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნდეს. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.

UFC-ს ქართველი ჩემპიონი 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამავე თემაზე: ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

UFC-ის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას 248 000 დოლარის ღირებულების მანქანა აჩუქეს, პრემიერ-მინისტრი კი ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებას დაჰპირდა (ვიდეო)

UFC-ის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას 248 000 დოლარის ღირებულების მანქანა აჩუქეს, პრემიერ-მინისტრი კი ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებას დაჰპირდა (ვიდეო)

„პატარა მატადორი გზაშია და უკვე ვიცით, რომ მას დიდი მიზნები ექნება…“ – ილია თოფურია მალე მამა გახდება

„პატარა მატადორი გზაშია და უკვე ვიცით, რომ მას დიდი მიზნები ექნება…“ – ილია თოფურია მალე მამა გახდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close