ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

UFC-ის ქართველ ჩემპიონს ილია თოფურიას 248 000 დოლარის ღირებულების მანქანა აჩუქეს, პრემიერ-მინისტრი კი ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭებას დაჰპირდა (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ილია თოფურიას შეხვდა და მას პირადად მიულოცა ჩემპიონის ქამრის მოპოვება.

ეს შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც UFC-ის ქართველმა  ჩემპიონმა ესპანურ ტელეარხ ANTENNA 3-ის ეთერში, გადაცემა El Hormiguero-ში განაცხადა, რომ ნაწყენია, რადგან ქვეყნის მეთაურისგან მილოცვა არ მიუღია და ისიც თქვა, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრისთვის ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად დახმარების თხოვნას აპირებდა.

ამის შემდეგ პედრო სანჩესმა ილია თოფურია პ შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც სამშაბათს, 27 თებერვალს, გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ესპანეთის სახელით მოასპარეზე თოფურიას გაესაუბრა, ხოლო შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ქართველ მებრძოლს ესპანურ პასპორტს სულ მალე გადასცემენ.

„დღეს დილით UFC-ის ახალ მსოფლიოს ჩემპიონს ილია თოფურიას შევხვდი. თქვენმა ძალისხმევამ, თავდადებამ და შეუპოვრობამ ერთი ოცნების ასრულებამდე მიგიყვანათ. მეორეც ძალიან მალე რეალობად იქცევა. თქვენი სიყვარული ესპანეთის მიმართ მალე ესპანურ პასპორტში აისახება“, – დაწერა X პლატფორმაზე პედრო სანჩესმა.


სპორტულმა საიტმა MMA Georgiaმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ასტონ მარტინის“ მადრიდულმა ცენტრმა ილია თოფურიას ჩემპიონობის მოპოვებისთვის საჩუქრად 2024 წლის Aston Martin DB12 გადასცა, რომლის ღირებულებაც 248 000$-ს შეადგენს.

ცნობისათვის, „ასტონ მარტინი“ ბრიტანული კომპანიაა, რომელიც პრესტიჟულ, ხელით აწყობილ სპორტულ მანქანებს აწარმოებს.

დაფასებაც ასეთი უნდა!

18 თებერვალს ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.

მანანა ბანძელაძე

ამავე თემაზე: ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

„პატარა მატადორი გზაშია და უკვე ვიცით, რომ მას დიდი მიზნები ექნება…“ – ილია თოფურია მალე მამა გახდება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close