სამზარეულო

კარტოფილის კატლეტები სოკოს ფარშით (სამარხვო)

ეს კატლეტები გემრიელი, უცხო და ადვილად მოსამზადებელია, თან კარგად ანაყრებს, ამიტომ მარხვის დროს თუ თქვენს მენიუში შეიტანთ, ძალიან კმაყოფილი დარჩებით.

საჭირო პროდუქტი

  • 1 კგ კარტოფილი
  • 2 სტაფილო
  • 500 გ შამპინიონი (ქამა სოკო; სხვა სოკოც შეგიძლიათ)
  • 1 თავი ხახვი
  • 3-4 სუფრის კოვზი (ან მეტი, როგორც დაგჭირდებათ)  მცენარეული ზეთი (ზეითუნის თუ იქნება, მთლად უკეთესი)
  • მარილი და დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით
  • 6–7 სუფრის კოვზი ფქვილი

მომზადება

დაჭერით კარტოფილი და სტაფილო პატარა ნაჭრებად და მსუბუქად მარილიან წყალში მოხარშეთ დარბილებამდე. წყალი მთლიანად გადაუქციეთ და ბოსტნეული ჩაზილეთ პიურეს კონსისტენციამდე.

დაჭერით სოკოები და ხახვი პატარა კუბებად და შეწვით გახურებულ ზეთში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. თუ ტაფაზე სითხე დარჩა, გადააქციეთ.

გააცივეთ კარტოფილის და სტაფილოს პიურე და სოკოს და ხახვის ფარში. თუ აკლია, დაუმატეთ მარილი თქვენი გემოვნებით. პიურეს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად აზილეთ. ხელის გულებიც გაიფქვილიანეთ და კარტოფილის პიურეს მასისგან კვერები გააკეთეთ, ჩადეთ მასში ფარში და კატლეტის ფორმა მიეცით. კიდეები კარგად შეაწებეთ. მიღებული ფარშირებული კატლეტები ფქვილში ამოავლეთ.

გაახურეთ ტაფაზე ზეთი, მოათავსეთ კატლეტები და შეწვით საშუალოდ მაღალ ცეცხლზე ორივე მხრიდან ოქროსფრის მიღებამდე.

სუფრასთან მიტანისას ბოსტნეულით გააფორმეთ. შეგიძლიათ ტყემალთან ან პომიდვრის საწებელთან ერთად მიირთვათ.

ასევე, მოგეწონებათ: სოკოს კატლეტები მწვანილით და ნიგვზით (სამარხვო)

სოკოს კატლეტები მწვანილით და ნიგვზით (სამარხვო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close