ქართველები უცხოეთშისპორტი

„ნაპოლი“ კვარაცხელიას ხელფასს ოთხ მილიონ ევრომდე გაუზრდის, ახალი გუნდი კი მის გარშემო აეწყობა – ნიკოლო სკირა

„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუზრდის და მომავალ სეზონში გუნდი ქართველი ფეხბურთელის გარშემო აეწყობა, – ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.

„სკირას ცნობით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას 2029 წლამდე გეგმავს. ის წელიწადში ოთხ მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ ერთ მილიონს კი – ბონუსების სახით.

„ამ შემთხვევაში ქართველი „ნაპოლის“ მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ნიგერიელი ამ ზაფხულს იტალიურ კლუბს დატოვებს.

კვარაცხელიას მენეჯერი „ბარსელონასა“ და „ნაპოლის“ მატჩს დაესწრო. ქართველი გარემარბი ამჟამად გუნდის შემადგენლობაში მესამე ყველაზე დაბალანაზღაურებადი მოთამაშეა, ის 1.3 მილიონ ევროს იღებს.

აურელიო დე ლაურენტისისთვის ახლა მნიშვნელოვანია, ხვიჩასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს და მომავალ წელს გუნდი მის გარშემო აეწყოს“, – წერს გამოცემა „არეა ნაპოლი“.

1tv.ge

p. s. nostal.ge-სგან – შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩს „ნაპოლი“ ხვალ, 17 მარტს გამართავს სტუმრად „ინტერთან“. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაიწყება.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „ინტერთან“ წინა შეხვედრა საკუთარ სტადიონზე 2 დეკემბერს გამართა და 0:3 წააგო., რაც შეეხება 22 იანვარს გამართულ იტალიის სუპერთასის ფინალს, „ინტერმა“ აქაც დაამარცხა ნეაპოლური გუნდი მინიმალური სხვაობით 1:0.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში 28 ტურის შემდეგ  „ინტერს“ მხოლოდ ერთი წაგება აქვს (27 სექტემბერს მილანურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე „სასუოლოსთან“ წააგო 1:2), 3 შეხვედრა ფრედ ითამაშა, 24 კი – მოიგო და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 75 ქულით. იგი მეორე ადგილზე მყოფ მეორე მილანურ გუნდს –  „მილანს“ (59 ქულა) მთელი 16 ქულით უსწრებს, მესამე ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ კი (58 ქულა) – 17 ქულით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close