ეკონომიკასაქართველო

გამოიცა ორენოვანი ბროშურა ქართულ-ბერძნულ ენებზე – გაიცანით საქართველო: ახალი ტურისტული მიმართულება

ცნობილია, რომ საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად ვითარდება. ამ თვალსაზრისით ჩვენმა ქვეყანამ უკვე მნიშვნელოვნად გაუსწრო რეგიონის ქვეყნებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს. საქართველო მყარად დამკვიდრდა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე.

ამავე დროს, უნდა აღნიშნოს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ეს, უპირველესად, ქვეყანაში ევროპელი ტურისტების მნიშვნელოვანი რაოდენობით მოზიდვას ეხება.

ზემოაღნიშნული სრულად ეხება საბერძნეთსაც. სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა -გიორგი ჯანელიძემ, ლევან ჯიქიამ და შალვა კირთაძემ საქართველოს საგარეო სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის, „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“, ფარგლებში მოპოვებული დაფინანსების მეშვეობით შექმნეს ორენოვანი, ქართულ-ბერძნული, საინფორმაციო ბროშურა ბეჭდური და ელექტრონული რუკებით, რომელშიც ასახულია საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების სტატისტიკური მონაცემები და სამომავლო პერსპექტივები. ბროშურაში მოცემულია, აგრეთვე, საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ინფორმაცია საქართველოს კლიმატური და გეოფიზიკური თავისებურებებს შესახებ, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დახასიათება და რეგიონების აღწერა.

ბროშურაში წარმოდგენილია მონაცემთა ვიზუალიზაცია ორიგინალური რუკებისა და ფოტოსურათების სახით.

ბროშურა საშუალებას იძლევა, თქვენს ბერძენ მეგობრებს მიაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს დღევანდელობისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ და დააინტერესოთ ისინი საქართველოში მოგზაურობით.

ავტორები მადლობას უხდიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის.

გთავაზობთ ბროშურის ელექტრონული ვერსიის სრულ ტექსტს ქართულ და ბერძნულ ენებზე რუკებთან და ფოტოებთან ერთად – გადადით ბმულზე: Γνωρίστε τη Γεωργία ένας νέος τουριστικός προορισμός

აქვე გთავაზობთ ელექტრონულ რუკას, რომელზეც აღნიშნულია საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობები და შესაბამის ობიექტზე თითის დაჭერის შემდეგ ჩნდება ინფორმაცია ბერძნულ ენაზე.

p. s. ვისაც სურვილი გაქვთ, მოგვწერეთ ფეისბუქზე https://www.facebook.com/www.nostal.ge/ ან სტატიის კომენტარებში დაწერეთ და ათენის მასშტაბით ბროშურას უფასოდ მოგაწვდით.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close