ეკონომიკასაზოგადოებასაქართველო

საქართველოს მოქალაქეებს მლრდ ლარზე მეტი ღირებულების საქონელი აქვთ დალომბარდებული

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშგების თანახმად, ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში 1.1 მილიარდი ლარის ღირებულების საქონელი აქვთ დაგირავებული.

სულ სალომბარდე კრედიტების რაოდენობა 883,000-ს შეადგენს. ეს პირდაპირ არ ნიშნავს, რომ 883 ათას ადამიანს აქვს სალომბარდე სესხი, რადგანაც ერთსა და იმავე პირს შესაძლოა ერთდროულად ერთზე მეტი სალომბარდე სესხი ჰქონდეს გამოტანილი. ერთი სალომბარდე სესხის საშუალო მოცულობა 1297 ლარს შეადგენს.

სალომბარდე სესხების ყველაზე დიდი გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან, რომელთა პორტფელიც 831 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მათ მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 646 ათასს უდრის.

მოქალაქეები ძვირფას ნივთებს კომერციულ ბანკებშიც აგირავებენ. ბანკებში ამ კრედიტების საერთო მოცულობა 315 მილიონი ლარია, რაც 237 ერთეული სესხის საერთო ღირებულებაა.

რაც შეეხება ამ სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელს, ლომბარდებში საყურადღებო კატეგორიას 36 მილიონი ლარის სესხები განეკუთვნება, რაც პორტფელის 4.3%-ია, ხოლო ბანკებში ვადაგადაცილებულია სალომბარდე სესხების 1.6%.

ეროვნული ბანკის თანახმად, ბანკებში სალომბარდო კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 19.4%-ია, ხოლო მიკროსაფინანსო ორგაზაციებში ის 22-25%-ის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებში სალომბარდე კრედიტების მოცულობა 40 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ამ კატეგორიის სესხების ზრდა დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close