
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, თუმცა რეალურად ყველა დღე დედისაა, რადგან დედაა სიცოცხლის დასაბამი ამქვეყნად. დედასთან უწყვეტი უხილავი ძაფებით ვართ დაკავშირებულნი, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობთ, როდესაც მას ვკარგავთ… თუმცა, როგორც პოეტი მიხეილ ქვლივიძე წერს, ის ჩვენში „ცოცხლობს, განუსაზღვრელი“. ამიტომაც „სანამ დედა ცოცხალია, მოეფერეთ დედებს!“
კომენტარები