ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 4-10 მარტი

მარტის ახალი კვირა უჩვეულოდ ხალისიანი განწყობით ჩაივლის. კვირის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ყველაფერი ძალიან საინტერესო და მოულოდნელი იქნება. ამ პერიოდში განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან ისინი, ვინც ინტელექტუალურ და ტექნიკურ სფეროებშია დაკავებული, როგორიცაა: ელექტრონიკა, მეცნიერება და ინჟინერია. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შემოსავლის მოულოდნელი წყაროების, სტარტაპებში ინვესტიციების და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მეშვეობით შეძლებთ. კარგი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრისთვის და აქტუალური პრობლემების განსახილველად. მათ შეუძლიათ სწორი გამოსავალი შემოგთავაზონ რთული სიტუაციებიდან.

კვირის ბოლოს ზოდიაქოს ბევრ ნიშანში ინტუიციური შესაძლებლობები გაძლიერდება, რაც მათი წარმატებების საწინდარია. ამავდროულად, ეს შვიდდღიანი პერიოდი კარგი დრო იქნება რემონტის ან მშენებლობის დასაწყებად.

 

ვერძი

ეს კვირა უმრავლესობისთვის ძალიან პოზიტიური იქნება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ვარსკვლავების დადებითი გავლენის გამო. ძალიან სავარაუდოა, რომ მოხდეს ისეთი მოვლენები, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა ძველ მეგობართან ან ნათესავებთან. პრობლემებს, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, ადვილად მოაგვარებთ და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. შეძლებთ მშვიდად და თავდაჯერებულად იცხოვროთ და იმუშაოთ. შეეცადეთ შაბათ-კვირა ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატაროთ.

სასიკეთო დღეები: 5, 8.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კურო

ამ კვირაში პროფესიული სფერო თქვენგან მოითხოვს დიდ ყურადღებას და უშუალო მონაწილეობას სამუშაო პროცესებში. დისტანციური მუშაობა მისაღები ვარიანტი არ არის. სამშაბათი ხელსაყრელი დღეა მაქსიმალური აქტიურობისა და გადამწყვეტი მოქმედებისთვის. ვარსკვლავების გავლენის წყალობით, გექნებათ დრო, რომ მომავლისთვის ბევრი რამ გააკეთოთ, განსაკუთრებით ფინანსურ სექტორში. ამ კვირაში შეეცადეთ ურთიერთობა გაარკვიოთ საყვარელ ადამიანებთან მნიშვნელოვან საკითხებზე. შაბათს ან კვირას მოაწყვეთ წვეულება მეგობრებისთვის.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 8.

 

ტყუპი

ამ კვირაში შეძლებთ ნაყოფიერად იმუშაოთ, შემაწუხებელი წვრილმანებით ყურადღების გაფანტვის გარეშე, სამუშაო გუნდში ცვლილებები კი დაწინაურებას და ხელფასის ზრდას გამოიწვევს. სამუშაო გეგმებს საკმაოდ წარმატებით განახორციელებთ, პირად ცხოვრებაში კი ჯობია არაფერი დაგეგმოთ, თავისუფალი გრაფიკით იცხოვროთ და თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს. თქვენს სახლში სიმშვიდე, ბედნიერება და ურთიერთგაგება დაისადგურებს. პარასკევი შეიძლება ძალიან რომანტიკული დღე იყოს. დაელოდეთ საჩუქრებს, ყვავილებს, სიურპრიზებს.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 4.

 

კირჩხიბი

შეიძლება ამ კვირაში თქვენი ოცნებების რეალიზაციის შანსი მოგეცეთ და ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა! არაფერზე ოცნებობთ? სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიფიქროთ! პროფესიული თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული კვირა იქნება. სამსახურში ბევრი რამ დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს. ენდეთ საკუთარი შესაძლებლობებს და შუა გზაზე არ გაჩერდეთ. დაბრკოლებებს წარმატებით გადალახავთ, თუმცა მოულოდნელი ხარჯებისთვის მოემზადეთ. შაბათ-კვირა იმ ადამიანებთან ერთად გაატარეთ, ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ და ენერგიას გმატებთ.

სასიკეთო დღეები: 5, 10.

არასასიკეთო დღე: 6.

 

ლომი

ეს კვირა ბევრი თქვენგანს შესანიშნავი შესაძლებლობას მისცემს, გააუმჯობესოს საკუთარი ბიზნესი და პროფესიული პერსპექტივები. ოპტიმისტური განწყობა საშუალებას მოგცემთ გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებთ. ძალიან კარგი კვირაა ტრანზაქციებისა და ფინანსური ოპერაციების მხრივ, დიდია მოულოდნელი მოგების ალბათობა. შაბათი შეიძლება საკმაოდ რთული და დაძაბული დღე იყოს, მაგრამ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები მზად იქნებიან დასახმარებლად. კვირას შეეცადეთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

სასიკეთო დღეები: 7, 10.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ქალწული

ამ კვირაში პროფესიულ სფეროში უმეტეს თქვენგანს ახალი შესაძლებლობა გაუჩნდება, რომ ხელმძღვანელების ყურადღება მიიპყროს და უმაღლესი კარიერული მიზნები დაისახოს. კოლეგებთან უფრო ახლოს იგრძნობთ თავს და არ მოგერიდებათ მათთან თქვენი პრობლემების განხილვა. ბიზნეს პარტნიორებთან თქვენი ინტერესების დაცვა მოგიწევთ. თქვენი ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან სასიამოვნო და ჰარმონიული იქნება და დიდი სტიმული მოგეცემათ, რომ ამ ურთიერთობებში რაღაც რომანტიკული და ახალი შეიტანოთ. შაბათ-კვირა ხელსაყრელი დღეებია მოგზაურობისთვის. არ გადადოთ დაგეგმილი შვებულება.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 7.

 

სასწორი

ეს კვირა წინა დღეებთან შედარებით ნაკლებად დაძაბული იქნება. ადრე მიცემული დაპირებების შესრულება მოგიწევთ – საბედნიეროდ, ამის დრო დადგება და თქვენი ძალისხმევა უშედეგო არ იქნება. საღი აზრი, თავდაჯერებულობა და კომუნიკაბელურობა – თქვენი ამ თანდაყოლილი თვისებების წყალობით ნებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსალის პოვნას შეძლებთ. აუცილებელი არ არის, გეგმის მიხედვით იმოქმედოთ, მიენდეთ ინტუიციას – ის გიკარნახებთ, როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. შაბათ-კვირას სასურველია პასიური დასვენება თქვენთვის საყვარელ ადგილას.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მორიელი

ფაქტობრივად, კვირის პირველი დღეებიდან გაჩნდება კარიერის ზრდის შანსი და თქვენი კეთილდღეობა გაიზრდება. წარმატების გასაღები არის პირადი და საქმიანი კავშირების გამოყენება. ეს დრო შეხვედრების სიუხვითა და საინტერესო ნაცნობებით დაგამახსოვრდებათ. დიდი ხნით ნუ გადადებთ პირადი პრობლემების მოგვარებას. კარგი დროა თქვენი ბედნიერებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად. ახლა თქვენი ყველაზე გაბედული ოცნებები შეიძლება ახდეს. თქვენი წარმატების გასაღებითქვენს ხელში იქნება, მხოლოდ მნიშვნელოვანია, რომ მობილიზებული იყოთ და ეს შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვათ.

სასიკეთო დღეები: 4, 7.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მშვილდოსანი

ამ კვირაში, სავარაუდოდ, პროგრესული ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში. ხელსაყრელი პერიოდია ბიზნესგეგმების განსახორციელებლად, შესაძლოა ხელფასი გაგეზარდოთ. ძალიან მნიშვნელოვანი გარიგება საბოლოოდ დაიდება და სამომავლოდ კარგ მოგებას მოგიტანთ. კარგი დროა ბინის გარემონტებისთვის, ავეჯის შესაძენად და ინტერიერის გასაფორმებლად. კვირის ბოლოს, დიდი ალბათობით, თქვენი საყვარელი ადამიანი გაგაოცებთ სიურპრიზით, რომელიც თქვენს რომანტიკულ გრძნობებს განაახლებს.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თხის რქა

ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჭკვიან და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას. შესანიშნავი შესაძლებლობა გექნებათ, გააძლიეროთ თქვენი რეპუტაცია პროფესიულ სფეროში. შეიძლება გაგახაროთ თქვენი პროფესიული მიღწევების მოულოდნელმა აღიარებამ. ორშაბათი კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. თქვენი კომუნიკაბელურობისა და ორიგინალურობის გამო მეგობრებში მოთხოვნადი იქნებით. კვირას ღირს თქვენი სტრატეგიის გადახედვა ნათესავებთან, პირველ რიგში, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

სასიკეთო დღეები: 4, 9.

არასასიკეთო დღე: 7.

 

მერწყული

ამ კვირაში სასურველია განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ თქვენს ფსიქოლოგიურ პრობლემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სევდამ შეგიპყროთ და და დეპრესია დაგეუფლოთ. დროულად განხორციელებული ძალიან მარტივი ქმედებები დაგეხმარებათ, გააძლიეროთ თქვენი სულიერი სამყარო. პარასკევს დიდი შანსი გექნებათ ძველი პრობლემების მოსაგვარებლად, ახლობლები კი მზად იქნებიან გაგიწიონ ყველა შესაძლო მხარდაჭერა. არ არის გამორიცხული, ერთი შეხედვით დაკარგული კავშირები განაახლოთ თქვენთვის ძალიან ღირებულ ადამიანთან. შაბათ-კვირას, დიდი ალბათობით, იმ ყოველდღიურ საკითხებს დაუთმობთ, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს.

სასიკეთო დღეები: 8, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

თევზები

სტაბილური ცხოვრების წესი და ოპტიმისტური განწყობა საშუალებას მოგცემთ, ადვილად გადალახოთ დაბრკოლებები და გამარჯვებული გამოხვიდეთ თითქმის ნებისმიერი სიტუაციიდან. კვირის დასაწყისში სასურველია არსად, არაფერზე არ დაგაგვიანდეთ – არაპუნქტუალურობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, მათ შორის, ფინანსური კუთხით. იყავით თავდაჯერებული და თქვენი გამორჩეული ენერგიულობისა და მონდომების წყალობით, იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე ელოდით. კვირის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ, ოჯახთან ერთად დაისვენოთ და განიტვირთოთ.

სასიკეთო დღეები: 4, 10.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close