ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – ქართველმა ფეხბურთელმა უმაღლესი შეფასება მიიღო

ხვიჩა კვარაცხელიას ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა „სასუოლოსთან“ იდეალური შეფასება – 10 ქულა დაუწერა და იტალიის სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

„ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სტუმრად „სასუოლო“ 6:1 დაამარცხა, კვარაცხელიამ კი დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მეორე ანალიტიკური პორტალის, Sofascore-ის ექსპერტებმა ქართველ მოთამაშეს იდეალურთან მიახლოებული შეფასება (9.4) დაუწერეს და ტურის რჩეულ თერთმეტეულშიც აირჩიეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი კი, მათი ვერსიით, ვიქტორ ოსიმენი (9.5) გახდა. ნიგერიელმა „სასუოლოსთან“ ჰეთთრიქი ჩაიწერა აქტივში, მათ შორის ერთი გოლი ხვიჩას გადაცემით გაიტანა.

Flashscore-მა კვარაცხელიას 9.7 ქულა დაუწერა, ხოლო ოსიმენს – 9.0 ქულა და 21-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი თავდამსხმელი აღიარა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close