ვიდეოსაქართველოსპორტი

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა იუნიორთა შორის. 

საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა მოკლე პროგრამა 71,53 ქულით დაასრულა, რაც მათ კარიერაში რეკორდული მაჩვენებელია და პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი ლუკამ და ანასტასიამ 107,79 ქულა მოაგროვეს და ორი პროგრამის ჯამური 179,32 ქულით ოქროს მედლები მოიპოვეს. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი წყვილები დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ბერულავა იუნიორთა შორის ორგზის მსოფლიო ჩემპიონია. კარიერაში პირველი ოქრო მან 2022 წელს კარინა საფინასთან წყვილში მოიპოვა.

დღეს, პირველ მარტს თავისუფალი პროგრამით ასპარეზობს ინგა გურგენიძე, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილზეა 62,28 ქულით. დღესვე ყინულზე სპორტულ ცეკვებში მარია ალიევა და ეჰორ ბარშაკი გამოვლენ. 2 მარტს თავისუფალი პროგრამით გამოვა კონსტანტინე სუპატაშვილი, რომელმაც მოკლე პროგრამაში 63,99 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა.

მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში მიმდინარეობს.

ნუცა ყაველაშვილი

მსგავს თემაზე: კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ (ვიდეო)

კარინა საფინა და ლუკა ბერულავა მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close