მსოფლიოარტისტი

ალენ დელონი კვლავ სკანდალში გაეხვია – მის სახლში იარაღის მთელი არსენალი აღმოაჩინეს

საფრანგეთის პოლიციამ 88 წლის ფრანგი კინოვარსკვლავის – ალენ დელონის სახლიდან 72 ცეცხლსასროლი იარაღი და 3000-ზე მეტი საბრძოლო ვაზნა ამოიღო, რომლის ნახევარზე მეტი უკანონოდ ინახებოდა. ყველაფერი კონფისკაციას დაექვემდებარა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisienе-ი იუწყება. 

საუბარია A და B კატეგორიების ცეცხლსასროლ იარაღზე და ასევე საკოლექციო თოფებზე. გამოძიება  „პირველი კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცავები იმასაც ამბობენ, რომ კერძო სახლის ტერიტორიაზე სასროლეთია მოწყობილი.

Brulerie-ს მამულის შესასვლელი კარიბჭე. ფოტო: LP/Jean-Baptiste Quentin

ჩხრეკა მას შემდეგ ჩატარდა, რაც პროკურატურამ მისი შვილების მიერ ალენ დელონის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებების გამოძიება დაიწყო. მომჩივანი მსახიობის კომპანიონი და მომვლელი ჰირომი როლინია. მან გამოძიებას სთხოვა, ამოეღოთ იარაღი, რომელიც სახლში ინახებოდა მსახიობის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შიშის გამო.

ექიმმა, რომელმაც 88 წლის მსახიობი გასულ ზაფხულს გამოიკვლია, დაასკვნა, რომ ის „ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გამოფიტულია და არსებობს თვითმკვლელობის სერიოზული რისკი“.

ცოტა ხნის წინ Elle-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობის ქალიშვილმა ანუშკა დელონმა განმარტა, რომ იგი „ყოველთვის თავის დაცვასთან ერთად“ მიდის ოჯახის საკუთრებაში. ამ უკანასკნელმა დეტალურად აღწერა მამის გატაცება ცეცხლსასროლი იარაღით და დასძინა, რომ იგი „მთელ კოლექციას“ ფლობს. ანუშკა დელონმა დასძინა, რომ მისი ძმები, როდესაც ისინი Douchy-ში იმყოფებიან, „შეიარაღებულები დადიან სახლში” და თვლიან, რომ ისინი „ველურ დასავლეთში არიან“. გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ჩვენებამ უბიძგა მონტარჟის (ლუარე) პროკურორს ჟან-სედრიკ გოს, რომ ახალი გამოძიება დაეწყო.

ანუშკას ამ სიტყვებმა ალენ დელონის შვილებს შორის უფროსის – ენტონის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მან მიანიშნა ანუშკას ინტერესზე ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ და შეახსენა მას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში იარაღიდან სროლაში ვარჯიშობდა: „მთელი ზაფხული სროლაში გაატარე გლოკში შენს საყვარელთან, ყოფილთან GIGN-თან და Douchy-ს დაცვის უფროსთან ერთად და საბოლოოდ კი პისტოლეტი სახლში წაიღე ჟენევაში, როგორც მამის სახსოვარი. მისი თქმით, იმ ადამიანის კვალობაზე, რომელსაც იარაღი სძულს, ძალიან მამაცად და ყოჩაღად გამოიყურებოდი. რაც შემეხება მე, დიდი ხანია, იარაღით აღარ მივლია“, – ასე გამოეხმაურა იგი თავისი  ნახევარდის გაცხადებას.

ნანა ძნელაძე

ალენ დელონის შვილები მამის მომ­ვლე­ლ ქა­ლს ძალადობაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close