მსოფლიოპოლიტიკა

თეთრი სახლიდან ჯო ბაიდენის უკვე მეორე ძაღლი „დაადეპორტეს“

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძაღლმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებს, სულ ცოტა, 24-ჯერ მაინც უკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ აშშ-ის საიდუმლო სამსახურების დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტებს, რომლებიც ბაიდენის ოჯახის უსაფრთხოებას იცავენ, პრეზიდენტის გერმანულმა ნაგაზმა სახელად Commander-მა (ინგ. მეთაური) 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე უკბინა მაჯაზე, წინამხარზე, იდაყვზე, წელზე, მკერდზე, ბარძაყსა და მხარზე.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ჩამოთვლილია მხოლოდ საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებთან დაკავშირებული ინციდენტები და არ არის აღრიცხული თეთრ სახლში ან მერილენდის კემპ-დევიდის რეზიდენციაში მომუშავე პერსონალთან დაკავშირებული შემთხვევები.

ბაიდენის ოჯახის ძაღლს თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში დაატოვებინეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ აგენტს კბენის შემდეგ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა დასჭირდა. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ძაღლის თავდასხმის რამდენიმე შემთხვევის შემდეგ აგენტებისთვის ნაკერების დადება გახდა საჭირო.

პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის განცხადების თანახმად, რომელსაც CNN ავრცელებს, მათ სცადეს აღნიშნული პრობლემის მოგვარება, თუმცა ვერაფერს გახდნენ, დანებდნენ და ძაღლი ნათესავთან გაგზავნეს.

ეს არ არის ბაიდენების ოჯახის პირველი ძაღლი, რომელსაც აგრესიული ქცევის გამო თეთრი სახლი დაატოვებინეს. 2021 წელს პრეზიდენტის ძაღლმა სახელად მაიორმა (ინგ. Major) საიდუმლო სამსახურის აგენტს ჭრილობა მიაყენა, რის გამოც იგი თეთრი სახლიდან დელავერში „დაადეპორტეს“.

მანანა ბანძელაძე

რატომ „დაადეპორტეს“ ჯო ბაიდენის ძაღლი თეთრი სახლიდან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close