მსოფლიოპოლიტიკა

რატომ „დაადეპორტეს“ ჯო ბაიდენის ძაღლი თეთრი სახლიდან

კომენდერს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ძაღლს, თეთრი სახლის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც რამდენჯერმე ადამიანები დაკბინა. ამის შესახებ BBC წერს.

ძაღლი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის წევრების მიმართ აგრესიული 2022 წლის ოქტომბრიდან გახდა. 11 შემთხვევაში კომენდერის კბენის გამო თეთრი სახლის თანამშრომლებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ამის შემდეგ ბაიდენის ოჯახმა სცადა, ძაღლს სპეციალური წვრთნა გაევლო აგრესიულობის მოსახსნელად, თუმცა, როგორც ჩანს, უშედეგოდ. რამდენიმე დღის წინ კი, როდესაც მსგავსი შემთხვევა ისევ განმეორდა, ოჯახმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ნაგაზი, სახელად კომენდერი, თეთრ სახლში ვეღარ იცხოვრებს.

ბაიდენების მეორე ძაღლმაც, სახელად მეიჯორმა, თეთრ სახლში გადასვლისთანავე დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაკბინა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში აღარც მეიჯორი ცხოვრობს.

ამ ინციდენტის შემდეგ აშშ-ს პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის პრესსპიკერმა СNN-თან საუბარში თქვა, რომ მეიჯორი ჯერ კიდევ ეჩვეოდა ახალ გარემოს და ახალ ხალხს. მაშინ თეთრი სახლის თანამშრომელს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და სამსახურს დაუყოვნებლივ დაუბრუნდა. თავშესაფრიდან აყვანილი გერმანული ნაგაზი – მეიჯორი კი ახლა ბაიდენების ოჯახის მეგობრებთან ცხოვრობს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის თქმით, ცხოველების აგრესია იმ დიდი სტრესის შედეგია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში ცხოვრებას ახლავს.

კი­ნო­ლო­გე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ძაღ­ლის ქცე­ვა შე­საძ­ლოა მარ­თლაც იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი თეთრ სახლში არსებული სტრესული პირობებით.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა 2 წლის გერმანულ ნაგაზ კომენდერს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close