მსოფლიოპოლიტიკაnews

ბაიდენმა ფეხი მოიტეხა

თეთრი სახლის ბინადრებს შორის ხშირად იყვნენ ამერიკის პირველი ოჯახის ძაღლები, რაც შეერთებული შტატების ლიდერის სახლს ცოტა უფრო აადამიანურებდა. ტრადიცია არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში ისევ ბრუნდება, თუმცა მცირე ინციდენტის თანხლებით.

ბაიდენს 2 წლის გერმანულ ნაგაზთან თამაშის დროს, შაბათს ფეხი დაუცურდა. არჩეულ პრეზიდენტს ორი ძვლის მოტეხილობა აქვს და მომდევნო რამდენიმე კვირა სიარული ლიმიტირებულად შეეძლება – ამბობენ ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს სპეციალისტები.

ბაიდენმა ძაღლი, სახელად მეიჯორი, ცხოველთა თავშესაფრიდან 2018 წელს იშვილა. მას მანამდე მეორე ნაგაზიც ჰყავდა შეფარებული. ჩემპი ბაიდენმა 2008 წელს, არჩევნებში გამარჯვებისთანავე აიყვანა. თავშესაფრის ორივე ძაღლი თეთრ სახლში გადადის.

ბაიდენები კატის აყვანასაც გეგმავენ. „მიყვარს სახლში შინაური ცხოველების ყოლა“, – უთხრა რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია „ფოქსს“ ჯილ ბაიდენმა, ამერიკის მომავალმა პირველმა ლედიმ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპამდე თეთრ სახლში ორი ძაღლი ცხოვრობდა, ბო და სანი – პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს. მანამდე კი ძაღლები პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს ჰყავდა, რომელთა შორის იყვნენ ძაღლი სპოტი და კატა ინდია.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close