საზოგადოებაეკონომიკა

საბერძნეთში ფერმერები აქციას გეგმავენ

საბერძნეთში ფერმერების აქციაა დაგეგმილი. „როიტერის“ ინფორმაციით, ისინი დედაქალაქ ათენის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან ტრაქტორებით აპირებენ მისვლას.

ფერმერების თქმით, ენერგორესურსების ფასის მატებას და არასამართლიან კონკურენციას აპროტესტებენ.

საბერძნეთის ფერმერთა პროფესიულმა კავშირმა პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოკაცისთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე ამბობენ, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები მათთვის მისაღები არ არის.

ანალოგიური დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში: საფრანგეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, პოლონეთსა და იტალიაში.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close