ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საბერძნეთში ძარცვისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ეძებენ

საბერძნეთში ძარცვისთვის საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს – 22 წლის მამაკაცი, ერთს ისევ ეძებენ. ბერძნული მედიის ცნობით, საქმეზე დაკავებულია, სულ მცირე, 6 პირი – მათ შორის, საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები. 

სამართალდამცავთა ცნობით, საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ თესალონიკში სხვადასხვა კაფეებსა და მაღაზიებს ძარცვავდნენ. მათ დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს 20 000 ევროზე მეტი თანხა და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.

პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიასის, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონებში, სულ მცირე, 14-ჯერ ჩაიდინეს ძარცვა, ასევე, იყო ყაჩაღობის ერთი მცდელობაც.

დაკავებულთა სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებულია ტანსაცმელი, რომელიც ეჭვმიტანილებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენისას ეცვათ, იარაღი, ორი ჟურნალი და დანა.

ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.

საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წყარო: mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close