პოლიტიკაქართველები უცხოეთში

რუსეთმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა მარიუპოლის მცველ ქართველ მებრძოლს

ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის – ე. წ. ДНР-ის უმაღლესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქართველ სამხედრო მოსამსახურეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სამი რუსი სამხედრო მოსამსახურის მკვლელობისთვის. ამის შესახებ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თავის ტელეგრამარხზე გაავრცელა ინფორმაცია.

22 წლის მამუკა გაწერელიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი ე. წ სასამართლომ 20 თებერვალს გამოცხადდა.

საქმის მასალების თანახმად, მამუკა გაწერელიას ბრალად ედება მარიუპოლში რუსეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურისთვის ცეცხლის გახსნა, რომელთაგანაც 3 დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა, თუმცა გადარჩა.

მამუკა გაწერელია მარიუპოლის მცველებს შორის იყო და აზოვსტალი ბოლო მომენტამდე არ დაუტოვებია. მას შემდეგ, რაც რუსეთის ალყაში მოქცეულმა უკრაინის არმიის ქვედანაყოფმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, აზოვსტალი დატოვა, 2022 წლის 20 მაისს ქართველი მებრძოლი სხვა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. იგი უკრაინაში საბრძოლველად 2022 წლის მარტში გაემგზავრა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მამუკა გაწერელია სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close