ვიდეოსპორტი

ილია სულამანიძემ ფინალი 43 წამში მოიგო იპონით და ბაქოს გრანდ სლემის ოქროს მედალს ზედიზედ მეორედ დაეუფლა (ვიდეო)

ბაქოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის დასკვნით დღეს ილია სულამანიძე (100 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ჩვენს გუნდს შეჯიბრებაზე მეორე მედალი მოუპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში პოლონელი პიოტრ კუჩერა 43 წამში დაამარცხა იპონით და ბაქოს გრანდ სლემის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

16 თებერვალს, გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ლიპარტელიანმა შუკურჯონ ამინოვა (უზბეკეთი), ფიდან ალიზადა (აზერბაიჯანი) და მაისა პარდაიევა (თურქმენეთი) დაამარცხა, ნახევარფინალი კრისტინა დეგუჩისთან (კანადა) დათმო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი მარიჩა პერიშიჩს (სერბეთი) სძლია დამატებით დროში ვაზარით.

2023 წელს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში 17 ძიუდოისტით იასპარეზა. ილია სულამანიძე (100 კგ) ჩემპიონი გახდა, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close