პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება დაკანონდა

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომლითაც ერთი და იმავე სქესის პირებს სამოქალაქო ქორწინების უფლება მისცა. 300-წევრიან პარლამენტში კანონპროექტს მხარი 178-მა დეპუტატმა დაუჭირა. დოკუმენტი საკანონმდებლო ძალას მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებისთანავე შეიძენს.

კენჭისყრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კირისკოს მიცოტაკისმა X პლატფორმაზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს საბერძნეთი ხდება ევროკავშირის მე-16 ქვეყანა, რომელმაც ქორწინების თანასწორობა დააკანონა. ჩვენ ვამაყობთ, რადგან Ν/Σ, რომელსაც ჩვენ მივეცით ხმა, არის საეტაპო ადამიანის უფლებებისთვის და დღევანდელ საბერძნეთს წარმოაჩენს, როგორც პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ევროპული ღირებულებების ერთგულია“, – დაწერა მიცოტაკისმა.

მიღებული კანონი ერთი და იმავე სქესის წყვილებს უფლებას აძლევს, დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი ოჯახების არსებობა დააკანონა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის – „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან საკმარისი ხმები მოაგროვა მემარცხენე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა მხარდაჭერით. კენჭისყრას მწვავე დებატები უსწრებდა წინ..

ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, საბერძნეთში ამ საკითხზე აზრი ორად არის გაყოფილი. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, ჰომოსექსუალიზმს ცოდვად მიიჩნევს და კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას.

საბერძნეთს კანონის მიღება საჯაროდ მიულოცეს ევროპის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ოკეანეთის და აფრიკის იმ 28 ქვეყნის.საელჩოებმა, რომლებსაც ანალოგიური კანონი უკვე მიღებული აქვთ.

აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად მილოცვის ტექსტს ხელს აწერენ ავსტრალიის, ავსტრიის, არგენტინის, ახალი ზელანდიის,  ბელგიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ირლანდიის, ისლანდიის, კანადის, კოლუმბიის, ლუქსემბურგის, მალტის, მექსიკის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკის, ურუგვაის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩილეს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა ERT-სთან  ინტერვიუს დროს, რომ მთავრობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების თაობაზე კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს მომავალში შეიტანდა.

„ქორწინება – ეს კონსერვატიული ინსტიტუტია, რომელიც მუდმივობის გრძნობას გულისხმობს. მე არ შემომაქვს რაიმე რევოლუციური, 20-მა ევროპულმა ქვეყანამ უკვე მიიღო კანონები – 15 მათგანი ევროკავშირის შიგნითაა, ჩვენ ამერიკას არ აღმოვაჩენთ“, – აღნიშნა მან ERT-სთან ინტერვიუში.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close