კვარა 23 წლისაა – ვინ და როგორ მიულოცა ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 12 თებერვალს 23 წლის გახდა. ის უკვე მეორე წელია თავის დაბადების დღეს ხვდება, როგორც იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე.
ქართველ ფეხბურთელს დაბადების დღე სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცეს თანაგუნდელებმა „ნაპოლიდან“ და ეროვნული ნაკრებიდან, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ და სხვებმა.
ეროვნული ნაკრების ოფიციალურმა Instagram-გვერდმა კვარას საიუბილეოდ საგანგებოდ დამზადებული ემოციური ვიდეოკოლაჟი მიუძღვნა.
View this post on Instagram
ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღის მისალოცი პოსტი გამოქვეყნდა „ნაპოლის“ ოფიციალურ ინსტაგრამგვერდზეც.
View this post on Instagram
კვარას სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. ინსტაგრამზე მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა. ნიცა თავიანთ ერთობლივ ფოტოსაც აქვეყნებს ასეთი წარწერით: „გილოცავ, მიყვარხარ“.
ხვიჩა კვარაცხელიას ეროვნულ ნაკრების შემადგენლობაში 28 თამაშში 15 გოლი აქვს გატანილი. ხოლო რაც შეეხება „ნაპოლის“, მან გასული სეზონი სერია A-ში 12 გოლითა და 10 ასისტით დაასრულა, ხოლო მიმდინარე სეზონში მის ბალანსზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ფიქსირდება.
2023 წლის 2 ივნისს ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ის ასევე მოხვდა „ოქროს ბურთის“ ფინალში და საბოლოო სიაში მე-17 ადგილზე გავიდა.
მოამზადა მანანა ბანძელაძემ
კომენტარები