არტისტისაზოგადოება

ალენ დელონს სასამართლომ საკუთარი ქონების განკარგვა აუკრძალა

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ალენ დელონს გარკვეული უფლებები, მათ შორის, საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეეზღუდა

საქმე სპეციალურმა სამეურვეო სასამართლომ განიხილა, რომელსაც 88 წლის მსახიობის ადვოკატებმა და ქალიშვილმა – ანუშკამ მიმართეს. დელონს არ ექნება შეზღუდული მარტივი ოპერაციები, თუმცა დიდ გადაწყვეტილებებს, როგორიც პირადი ქონების გაყიდვა ან გასხვისებაა, ფრანგი მსახიობი ვერ მიიღებს. ოპერაციებს სპეციალურად დანიშნული მრჩეველი აწარმოებს, მასვე ეხება სამედიცინო პროცედურები და ექიმების შერჩევა.

დელონის ქალიშვილის ადვოკატის თქმით, „ეს გადაწყვეტილება დადებითად უნდა მივიღოთ“.

მსახიობის ვაჟიშვილები ანუშკა დელონს მამაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ისინი მამის სამკურნალოდ საფრანგეთში გადაყვანას ითხოვენ, ამჟამად დელონი ქალიშვილთან ერთად შვეიცარიაში იმყოფება.

ცოტა ხნით ადრე მსახიობის ვაჟმა, ენტონი დელონმა საკუთარ დას, ანუშკას სასამართლოში უჩივლა. მისი თქმით, დამ დაუმალა მამის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოგვიანებით თავად მსახიობმა პირადი ინფორმაციის ნებართვის გარეშე გასაჯაროების ფაქტზე თავად უჩივლა ვაჟს.

გამოცემა Voici-ს ინფორმაციით, დელონების ოჯახში დაპირისპირება 88 წლის მსახიობის ქონებას უკავშირდება.

tabula.ge

ამავე თემაზე:  ალენ დელონი შვილს – ენტონის ცილისწამებისთვის უჩივის

ალენ დელონის არაღიარებული ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ალენ დელონის შვილები მამის მომ­ვლე­ლ ქა­ლს ძალადობაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან

ალენ დელონის შვილები მამის მომ­ვლე­ლ ქა­ლს ძალადობაში ადანაშაულებენ და სასამართლოში უჩივიან

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close