მსოფლიოარტისტი

არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს და 35 000 ევროს ოდენობის ჯარიმა გადაახდევინეს

ჰოლივუდის ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი, 76 წლის არნოლდ შვარცენეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს, სადაც ლოს-ანჯელესიდან ჩაფრინდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაკავების მიზეზი შვეიცარიული კომპანია Audemars Piguet-ს ძვირადღირებული საათი გახდა, რომელიც შვარცენეგერმა დეკლარაციაში არ მიუთითა და მას ევროკავშირის კანონის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდა მოუწია.

ცნობილ მსახიობს რამდენიმე საათი საბაჟოს შენობაში ყოფნა მოუწია. შემდეგ მან, გავრცელებული ხმების თანახმად, 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა და საათი დაუბრუნეს.

საათი სპეციალურად არნოლდ შვარცენეგერისთვის დაამზადა შვეიცარიულმა კომპანია Audemars Piguet-მ და შეზღუდული რაოდენობით – 20 ეგზემპლარი გამოუშვა მთელ მსოფლიოში. საათი მსახიობს რამდენიმე ფილმში ეკეთა. საათს ევროკავშირის ტერიტორიაზე ახალი მფლობელი უნდა შეეძინა და სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარებოდა, ამიტომ, მიუნხენის მთავარი საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მათ აღძრეს „სისხლის სამართლის საგადასახადო საქმე. საათი დეკლარირებული უნდა ყოფილიყო, რადგან ის იმპორტია“. თავად შვარცენეგერმა თქვა, რომ საათის ღირებულება 20 ათასი ევროს შეადგენს, მაგრამ „ოდემარ პიგეს“ საათების ფასები, ჩვეულებრივ, გაცილებით მაღალია. სტანდარტული მოდელების ღირებულებაც კი შეიძლება 60 ათასი ევროდან რამდენიმე ასეულ ათასამდე აღწევდეს.

შვარცენეგერი მიუნხენიდან ავსტრიის კურორტ კიცბუელში მიდიოდა კლიმატურ სამიტზე. იგი ამ ღონისძიების ფარგლებში, გახსნამდე დაგეგმილ აუქციონზე აპირებდა საკუთარი საათის გაყიდვას.

ჯარიმის გადახდის შემდეგ შვარცენეგერმა საათი დაიბრუნა და შეძლო დანიშნულებისა ადგილზე ჩასვლა. მან საბოლოოდ თავისი საათი 19 იანვარს კიცბუელში, სასტუმრო Stanglwirt-ში გამართულ აუქციონზე 270 ათას ევროდ გაყიდა. საათის სასტარტო ღირებულება 50 ათასი ევროს შეადგენდა. აუქციონის ინიციატორი იყო „შვარცენეგერის კლიმატური ინიციატივა“. მთლიანობაში აუქციონმა 1,31 მლნ ევროს შეგროვება შეძლო, რომელიც კლიმატის დაცვის პროექტებს მოხმარდება.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე:  არნოლდ შვარცენეგერის 29 წლის ვაჟის არნახული ტრანსფორმაცია – ფოტოები ვირუსულად ვრცელდება

არნოლდ შვარცენეგერმა უსახლკარო ვეტერანებს ლოს-ანჯელესში სახლები აჩუქა

არნოლდ შვარცენეგერმა უსახლკარო ვეტერანებს ლოს-ანჯელესში სახლები აჩუქა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close