მსოფლიოსაზოგადოება

ჩარლზ III დროებით სამეფო მოვალეობებს ვეღარ შეასრულებს – მიზეზი ბრიტანეთის მეფის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა

დიდი ბრიტანეთის მეფეს, 75 წლის ჩარლზ მესამეს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით წერს, სიმსივნე კეთილთვისებიანია და მეფე ჩარლზს მომავალ კვირაში „მაკორექტირებელ პროცედურა“ ჩაუტარდება.

პროსტატის ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე მონარქს ჯანმრთელობის გეგმური შემოწმების დროს დაუდგინეს. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მეფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისი დიაგნოზის გასაჯაროება თავად მეფის გადაწყვეტილება იყო – ის იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯით წაახალისებს სხვა მამაკაცებს, დროულად ჩაიტარონ სამედიცინო გამოკვლევები.

ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  გამოჯანმრთელებამდე მონარქი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და სამეფო მოვალეობების შესრულებას „ცოტა ხნით ჩამოშორდება“.

ცნობილია, რომ უკვე გაუქმდა დაგეგმილი შეხვედრები. კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება რეაბილიტაცია, ოფიციალურ განცხადებაში მითითებული არ არის.

ცნობისათვის, 2008 წელს გაზეთმა Daily Telegraph-მა ჩარლზი სამეფო ოჯახის ყველაზე შრომისმოყვარე წევრად დაასახელა. გამოცემის მონაცემებით, მხოლოდ 2008 წელს მან 560 ოფიციალური შეხვედრა გამართა, 2010 წელს – 499, 2011 წელს – 600-ზე მეტი.

ჩარლზი ტახტზე 2022 წლის 8 სექტემბერს ავიდა, ბრიტანეთის მეფე-დედის ელისაბედ მეორის გარდაცვალებისთანავე, გვირგვინი კი 2023 წლის 6 მაისს დაიდგა. ჩარლზი ტახტზე ასვლისას ბრიტანელ მონარქთა შორის ყველაზე ასაკოვანი იყო.

მეფის ჰოსპიტალიზაციას წინ უძღოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უელსის პრინცესას ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მონარქისგან განსხვავებით მას თავისი დიაგნოზი არ გაუსაჯაროებია. უელსის პრინცესაც რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე საჯარო ღონისძიებებს არ დაესწრება.

დაკავშირებულ თემაზე: ელიზაბეთ II-ის დაკრძალვა ბრიტანეთის ხაზინას თითქმის ორჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე ჩარლზ III-ის კორონაცია – თანხა მართლაც შთამბეჭდავია

ელიზაბეთ II-ის დაკრძალვა ბრიტანეთის ხაზინას თითქმის ორჯერ მეტი დაუჯდა, ვიდრე ჩარლზ III-ის კორონაცია – თანხა მართლაც შთამბეჭდავია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close