მსოფლიოსაზოგადოება

მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს

მსოფლიო საპატრიარქო მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ენაზე ავრცელებს.

„ღრმად პატივცემულო ძმანო მღვდელმთავარნო, უფლის მიერ საყვარელნო შვილნო, წელს, ღმრთის მადლით, ჩვენ გალობით, ჰიმნითა და სულიერი სიმღერით კვლავ ვდღესასწაულობთ დაუსაბამო ძისა და ღმრთის სიტყვის ხორციელ შობას, სახელდობრ, საღმრთო და საკაცობრიო საიდუმლოს გაცხადებას. წმინდა ნიკოლოზ კაბასილას მიხედვით, საღმრთო ლიტურგიისას „ცხადდება ღმრთის განკაცების საიდუმლო“, იმ დროს, როდესაც ლიტურგიის დასაწყისი ასამაღლებელი „კურთხეულ არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა“ იმის მოწმობაა, „რომ ღმრთის განკაცებით ადამიანებმა ღმრთის სამპიროვნება პირველად შეიცნეს“.[1] იგივე წმინდა მამა ბრძანებს, რომ „მხოლოდ ჩვენმა უფალმა და მაცხოვარმა იესო ქრისტემ პირველად განაცხადა ავთენტური და სრულყოფილი ადამიანი, მისი ზნის, ცხოვრებისა და ყოველივე დანარჩენის შესახებ“.[2]

ღმრთის ძისა და სიტყვის პიროვნებაში ადამიანური ბუნების ამაღლება, მადლით ადამიანური განღმრთობის გახსნის გზასთან ერთად, კაცობრიობას დაუძლეველ მნიშვნელობას მატებს. ამ ჭეშმარიტების დავიწყება ადამიანის პიროვნების პატივისცემას ამცრობს. უზენაესი განგებულების უარყოფა არა მხოლოდ ათავისუფლებს ადამიანებს, არამედ მრავალფეროვნად ამცრობს და განჰყოფსღმრთაებრივი წარმომავლობისა და მარადიულობის იმედის გაცნობიერების გარეშე, ადამიანები ადამიანად დარჩენისთვის იბრძვიან და ვერ ახერხებენ „ადამიანური მდგომარეობის“ წინააღმდეგობების გამკლავებას.

ადამიანის არსებობის ქრისტიანული აღქმა ჩვენ სამყაროში ძალადობის, ომისა და უსამართლობის შედეგად წარმოქმნილ პობლემებს გადაწყვეტს. ადამიანის პიროვნების, სიმშვიდისა და სამართლიანობის პატივისცემა ღმრთის საჩუქარია, თუმცა ქრისტესაგან მომდინარე მშვიდობის დამყარება, ადამიანების მონაწილეობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. მშვიდობისათვის ბრძოლის ქრისტიანული ხედვა ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის, სიტყვებში მდგომარეობს, რომელიც სიმშვიდეს თავის მოწაფეებისადმი მიმართვისას აცხადებს: „მშვიდობა თქვენდა“ და გვაგულიანებს, გვიყვარდეს ჩვენი მტრები,[3] ხოლო ქრისტეში გაცხადებას „მშვიბობის სახარებას“[4] უწოდებს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის მშვიდობისაკენ მიმავალი გზა მშვიდობით მიიიღწევაარაძალადობა, დიალოგი, სიყვარული, მიტევება და შერიგება კი უპირატესობენ უთანხმოების გადაჭრის სხვა სახეებზე. მშვიდობის ღმრთისმეტყველება ნათლად არის გადმოცემული მსოფლიო საპატრიარქოს დოკუმენტში „მსოფლიოს სიცოცხლისათვის: მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის შესახებ“ (2020):

„მაგრამ ღმრთის ხატად და მსგავსად შექმნილი ქმნილებებისადმი მიმართულ ღმრთის ნებას, იმაზე მეტად არაფერი ეწინააღმდეგება, ვიდრე მოყვასზე ძალადობა… პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ძალადობა უმთავრესი ცოდვაა. ეს, სწორედ რომ, ჩვენ ქმნილ ბუნებასა და ზებუნებრივ მოწოდებას უპირისპირდება, რომ ღმერთთან და მოყვასთან სიყვარულისმიერ გაერთიანებას ვესწრაფვოთ… მიძინებული შესაქმის უღრმესი სინამდვილის ნამდვილი გამოცხადებაა, როგორც იგი ღმერთმა თავის მარადიულ აზრებში განიზრახა და შექმნა“. [5]

ნათელია, რომ მშვიდობა არ შეიძლება ჩაითვალოს თავისთავადად. ეს არის ვალდებულება, მიღწევა და მის შესანარჩუნებლად განუწყვეტელი ბრძოლა.  ავტომატური გადაწყვეტილებები ან მუდმივი რეცეპტები არ არსებობს. მშვიდობისადმი მუდმივი საფრთხის პირობებში, უნდა ვფხიზლობდეთ და მზად ვიყოთ პრობლემათა დიალოგით მოსაგვარებლად. პოლიტიკის დიდი გმირები მშვიდობის ჩემპიონები არიან. ჩვენ რაც შეგვეხება, ვაგრძელებთ რელიგიის სამშვიდობო დანიშნულების ხაზგასმას. ეს იმ დროს, როდესაც რელიგიებს აკრიტიკებენ „ღმრთის სახელით“ მზრდადი ფანატიზმისა და ძალადობის გამო, იმის ნაცვლად, რომ წარმოადგენდნენ მშვიდობის, სოლიდარობისა და შერიგების ძალებს. თუმცა ეს მიუთითებს რელიგიური რწმენის გაუცხოებაზე და არა მის განუყოფელ ნაწილზე. ღმრთის ნამდვილი რწმენა რელიგიური ფანატიზმის უმკაცრესი კრიტიკოსია. რელიგიები, მშვიდობის, სამართლიანობისა და შესაქმის ადამიანისმიერი განადგურებისგან დაცვისაკენ მომართული ყოველი ადამიანის ბუნებრივი მოკავშირეები არიან.

წელს მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (1948 წლის 10 დეკემბერი) 75-ე წლისთავს, რომელიც წარმოადგენს ფუნდამენტური ადამიანური იდეალებისა და ღირებულებების შეჯამებას, „საერთო სტანდარტს, რომლისკენაც უნდა მიემართოს ყველა ხალხი და ყველა ერი“. ადამიანის უფლებები, რომლის მთავარი მიზანიც მოიცავს ადამიანის ღირსების დაცვას მისი ინდივიდუალური, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და ეკოლოგიური პირობებით, მხოლოდ მათი თავდაპირველი დინამიკით არის გაგებული, თუ ისინი თავისუფლებითა და სამართლიანობით აღიარებულია გლობალური მშვიდობის საფუძვლად და კრიტერიუმად. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის მომავალი ასევე დაკავშირებულია რელიგიების წვლილთან, მათი პატივისცემისა და სინამდვილედ ქცევის საქმეში.

ამ ფიქრებითა და სადღესასწაულო განწყობებით, სრული რწმენით, რომ ეკლესიის ცხოვრება თავისთავად მომართულია არაადამიანურობის წინააღმდეგ, სადაც კი ასეთი არაადამიანობა წარმოიქმნება, ყველას გიწვევთ მშვიდობისა და სოლიდარობის კულტურის აღშენებისათვის კეთილ ბრძოლაში, სადაც ხალხი ნებისმიერ ადამიანში და-ძმასა და მეგობარს დაინახავს, ვიდრე საფრთხესა და მტერს. უფრო მეტიც, ყველას შეგახსენებთ, ძვირფასო ძმანო იერარქნო და შვილნო, რომ ქრისტეშობა არის თვითშეგნებისა და მადლიერების, ღმერთკაცისა და „კაც-ღმერთის“ განსხვავების გაცხადების, ქრისტეში თავისუფლების „დიდი სასწაულის“ გააზრებისა და ღმრთისგან გაუცხოების „დიდი ჭრილობის“ განკურნების ჟამი. ბოლოს, მოკრძალებით დავიჩოქებთ ღმთისმშობელი მარიამის წინაშე, რომელსაც ხელთ უპყრია განკაცებული სიტყვა და გადმოგცემთ ქრისტეს წმინდა დიდი დედა ეკლესიის კურთხევას; გისურვებთ წარმატებულ, ჯანმრთელ, ნაყოფიერ, მშვიდობიან და სიხარულით აღსავსე უფლის ნაწყალობებ ახალი წელს“, – აღნიშნულია ეპისტოლეში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close