newsეკონომიკასაბერძნეთი

ზეითუნის ზეთის ფასმა საბერძნეთში კლება დაიწყო

საბერძნეთში ზეითუნის ზეთის საბითუმო ფასმა ბოლო დროს კლება დაიწყო. ამით დასრულდა ფასების მკვეთრი ზრდა სეზონის დასაწყისიდან პროგნოზით, რომ სუპერმარკეტების თაროებზე ზეითუნის ზეთის ფასი ერთ ლიტრზე 20 ევროს მიაღწევდა, რამაც მომხმარებელი შეაშფოთა.

ზეითუნის ზეთი საკვების მოსამზადებლად ძირითად პროდუქტად ითვლება აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ამ 11-მილიონიან ქვეყანაში, რომელსაც ერთ სულ მოსახლეზე ზეითუნის ზეთის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში.

ბოლო მონაცემებით, საბითუმო მოვაჭრეები უკვე მწარმოებლებისგან ერთ ლიტრ ზეთს 7,5-7,8 ევროდ ყიდულობენ, მაშინ როდესაც ორი კვირით ადრე ეს ფასი ლიტრზე 9,36 ევროს აღწევდა.

2023 წლის ახალი მოსავლის მარაგის არსებობამ, მომხმარებლის სიფრთხილით გამოწვეულ შემცირებულ მოთხოვნასთან ერთად სავაჭრო ტარიფებისა და საცალო ფასების მუდმივ ზრდას ბოლო მოუღო.

თუმცა ბაზრის ანალიტიკოსების აზრით, მწარმოებლები ფასების ზრდის მოლოდინში ახალი მოსავლის პროდუქციას იმარაგებენ. ამ სფეროს სპეციალისტების შეფასებით, საბერძნეთის სუპერმარკეტებში ზეითუნის ზეთის გაყიდვის მაჩვენებლები ბოლო პერიოდში 25 000 ტონიდან 18 000 ტონამდე შემცირდა.

ზეითუნის ზეთის მოხმარებამ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40% იკლო, ესპანეთმაც კი, რომელიც წარმოების მხრივ მრავალი წელია მსოფლიო ლიდერის პოზიციას არ თმობს, მოთხოვნილების 17%-იანი ვარდნა დააფიქსირა.

სექტორის წარმომადგენლებმა გამოცემა Ot.gr-ს აცნობეს, რომ ამ სეზონზე ფასები 1 ლიტრზე 8,5-9 ევროდან დაიწყო, თუმცა წარმოების შემცირება ჯერ კიდევ ნიშნავს მაღალ ფასებს extra virgin-ის სახეობაზე. გასულ თვეში ერთი ლიტრის ფასმა 9,2 ევროს მიაღწია, კოოპერაციულ მწარმოებელსა და საბითუმო მოვაჭრეს შორის ბოლო გარიგების ფასი კი 7,7 ევრომდე შემცირდა.

ნინო ბაჯელიძე

ამავე თემაზე: როგორ შევარჩიოთ ზეითუნის ზეთი – რა უნდა ვიცოდეთ, რომ ხარისხიანი პროდუქტი შევიძინოთ?

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close