ფსიქოლოგიატესტები

ოპტიკური ილუზია წინასაახალწლოდ – რა ფერის ნაძვის ხეებს ხედავთ სურათზე?

წარმოგიდგენთ მაიკლ ბახის მიერ შექმნილი ოპტიკური ილუზიის საახალწლო ინტერპრეტაციას. ყურადღებით შეხედეთ სურათს და თქვით – რამდენი ფერია გამოყენებული? სწორი პასუხი გაგაოცებთ.

ნაძვის ხეები ერთი ფერისაა

გამოსახულებაზე სულ 3 ფერია გამოყენებული: მწვანე, ვარდისფერი და ყვითელი. მაგრამ თქვენ ზუსტად ხედავთ, რომ ნაძვის ხეები სხვადასხვა ფერისაა, ხომ? ეს მხედველობა გატყუებთ, ოპტიკური ილუზიაა. სწორედ ახლა თქვენ ხართ მოწმე იმისა, რომ ტვინი არასწორად ამუშავებს ვიზუალურ ინფორმაციას.

რატომ ვხედავთ ასე?

  • სხვა ფერი – ბეზოლდის ეფექტი

ეფექტი „თვალი მატყუებს“ ანუ ოპტიკური ილუზია პროფესორმა ბეზოლდმა დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ აღწერა. მან აღმოაჩინა, რომ ერთი და იგივე ფერი ჩვენი აღქმისთვის შესაძლოა სხვადასხვაგვარად ჩანდეს. ამის მიზეზი კი მეზობელი ფერებია.

  • სხვა სიმკვეთრე – მუნკერ-უაიტის ილუზია

ეს არის ოპტიკური ილუზია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ფერების სიმკვეთრე (ღიაა თუ მუქი) კონტექსტის გამო იცვლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო ღია ფერისაა ზოლები ზემოდან, მით უფრო მკვეთრად გვეჩვენება ფერი და პირიქით.

ოპტიკური ილუზია რომ გამოვააშკარაოთ, ამისათვის საჭიროა, რომ გამოსახულება ახლოს მოვიტანოთ. თავიდან ბეზოლდის ეფექტი უნდა მოხსნათ. ამის შემდეგ ფერებს განსხვავებულად აღარ დაინახავთ, მაგრამ განსხვავება დარჩება სიმკვეთრეში. შეხედეთ ქვემოთ მოყვანილ გამოსახულებას.

იმისათვის, რომ მუნკერ-უაიტის ილუზიამ შეწყვიტოს ჩვენი ტვინის შეცდომაში შეყვანა, ზოლები ერთი ფერის უნდა გავხადოთ, მაშინ ჩვენი ტვინი შეძლებს სწორად აღიქვას ნაძვის ხეების ფერი. შეამოწმეთ!

გამოსახულებების ავტორი – მაიკლ ბახი

ასევე დაგაინტერესებთ: რა დაინახეთ ფოტოზე პირველად? – ეს ოპტიკური ილუზია გვიჩვენებს, როგორი ადამიანი ხართ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close