„ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ!“ – ნინი ბრეგვაძე ამერიკული „ვოისის“ ნახევარფინალშია!
„ფანები გაოგნებულები დარჩნენ ნინი აირისის შესრულებით და ფსონს დებენ, რომ ნაილ ჰორანი ისევ გაიმარჯვებს შოუში“
4 დეკემბერს (ამერიკის დროით) მეოთხედფინალური ტურის „ცოცხალ“ შოუში ბრწყინვალე გამოსვლის შემდეგ ნინი ბრეგვაძე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა გამარჯვებას – იგი ნახევარფინალში გადავიდა.
„ამერიკული ოცნება რეალურია და მე ამით ვცხოვრობ!
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ასევე დიდი მადლობა საუკეთესო მწვრთნელს ნაილ ჰორანს, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი, მას რომ არ სჯეროდეს ჩემი! ისეთი ბედნიერი ვარ, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ!
ძალიან მიყვარხართ ყველა! შევხვდებით შემდეგ კვირას“, – წერს ნინი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ნინიმ შეასრულა ბრიტანული ბენდის, The Cure-ის სიმღერა Lovesong, მაყურებლისგან საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო და ეს ეტაპიც დაძლია.
ამერიკულ „ვოისში“ გამარჯვებისთვის მებრძოლ კონკურსანტთა სია 9-მდე შემცირდა. NBC-ს პირდაპირ ეთერში ამერიკის დროით 5 დეკემბერს, საღამოს გაირკვა, ვინ გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებისთვის. ნახევარფინალური Live შოუ მომავალ ორშაბათს, 11 დეკემბერს, საღამოს გაიმართება NBC-ს ეთერში. საღამოს.
„მოიგებს თუ არა ნაილ ჰორანი ისევ „ვოისს“? გულშემატკივრები ფსონებს დებენ ნინი ირისის ლაივ-გამოსვლის შემდეგ“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა meaww.com.
„უნივერსალური ქალაქი, კალიფორნია: გულშემატკივრები გაოგნებულები დარჩნენ ნინი აირისის გამოსვლით, როკ-ჯგუფ The Cure-ის სიმღერის «Lovesong» [შესრულებით]. ბევრი მათგანი ახლა დარწმუნებულია, რომ ნაილ ჰორანის გუნდის წევრს – ნინის შეუძლია შოუს მოგება თავისი გულშიჩამწვდომი ხმით“.
„ფანები ამჯერად ფსონს დებენ, რომ ისევ ნაილის გუნდის წევრი მოიგებს.
…
ერთ-ერთი გულშემატკივარი წერს: „ნინის შესრულებას ვერავინ მიუახლოვდა“, – ეს არის ამონარიდები გამოცემის ვრცელი სტატიიდან.
ცნობისათვის: ნაილ ჰორანი პირველად The Voice-ში წინა, 23-ე სეზონში მივიდა და მაშინვე წარმატებას მიაღწია – შოუს გამარჯვებული მისი გუნდის წევრი, 19 წლის Gina Miles-ი გახდა.
ნუცა ყაველაშვილი
ამავე თემაზე:
კომენტარები