ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი

კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო გოლისთვის დააჯილდოვეს – რამ აღაშფოთა იტალიელი ჟურნალისტი (ვიდეო)

იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ზილიანი აღაშფოთა გაუგებრობამ, რომელიც იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოებაზე (Grand Gala del Calcio) ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოხდა.

საღამო 4 დეკემბერს მილანში გაიმართა. „ნაპოლიდან“, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკაც დააჯილდოვეს სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო მწვრთნელი კი ლუჩანო სპალეტი გახდა, რომელმაც „ნაპოლი“ ზაფხულში დატოვა.

კვარაცხელიას ჯილდო სეზონში გატანილი საუკეთესო გოლისთვის ერგო. დაჯილდოებისას გადაღებულ სურათზე ჩანს, რომ ქართველის ჯილდოზე ფეხბურთელის გვარი შეცდომითაა დაწერილი.

„ქართველ ჩემპიონთან, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორთან, ნამდვილ ვარსკვლავთან და სერია A-ს აღმოჩენასთან მიმართებით უპატივცემულობა გამოავლინეს.

ბოლო წლებში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოებენ პრიზით, სადაც მისი გვარი არასწორადაა დაწერილი.

ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ კვარაცხელია ინგლისის პრემიერლიგაში რაც შეიძლება მალე წავიდეს“, – წერს იტალიელი ჟურნალისტი.

1tv.ge

ნახეთ კვარას გოლი, რომელისც იტალიის ჩემპიონატის 2022-2023 წწ. სეზონის საუკეთესო გოლად აღიარეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close