ვიდეომსოფლიო

მზეზე უზარმაზარი მუქი ხვრელი გაჩნდა, რომელიც კოსმოსურ ქარს აფრქვევს (ვიდეო)

Spaceweather: მზის ზედაპირზე დედამიწაზე 60-ჯერ უფრო განიერი ხვრელი გაიხსნა, რომელიც ამჟამად ჩვენი პლანეტის მხარესაა მომართული

მზეზე გიგანტური მუქი ლაქა გაჩნდა, რომელსაც მეცნიერები კორონალურ ხვრელს უწოდებენ. ამჟამად ეს „უფსკრული“ პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული და ჩვენი პლანეტის მიმართულებით უჩვეულოდ სწრაფ გამოსხივებებს აფრქვევს, რომელიც ცნობილია, როგორც კოსმოსური ქარი. ამის შესახებ პორტალი Spaceweather.com იტყობინება.

კორონალური ხვრელი 2 დეკემბერს წარმოიქმნა და ერთ დღეში მაქსიმალურ სიგანეს – 800 000 კმ-ს მიაღწია, რაც 60-ჯერ მეტია დედამიწის დიამეტრზე. მეცნიერების თქმით, ამჟამინდელი ხვრელის ზომა უპრეცედენტოა მზის ციკლის მოცემული ეტაპისთვის.

თავდაპირველად სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ მზეზე გიგანტური მუქი ლაქის გაჩენა ჩვენს პლანეტაზე ზომიერ გეომაგნიტურ ქარიშხალს გამოიწვევდა, რომელსაც რადიოკავშირის შეფერხება შეუძლია, თუმცა კოსმოსური ქარი ნაკლები ინტენსივობის გამოდგა. ამის მიუხედავად მის გავლას მაღალ განედებზე პოლარული ნათებები ახლდა თან.

კორონალური ხვრელები მზის მაგნიტური ველების ცვლილებისას წარმოიქმნება, რის შედეგადაც  ვარსკვლავური მასალის ნაწილი კოსმოსში გაიფრქვევა. ისინი მუქ ლაქებად ჩანს, რამდენადაც მზის ეს ადგილები უფრო ცივი და ნაკლებად მკვრივია, ვიდრე მათი გარემომცველი პლაზმა.

მზის აქტივობა მთელი წლის განმავლობაში იზრდებოდა, რადგანაც ჩვენი ვარსკვლავი თავისი 11-წლიანი ციკლის ფეთქებად პიკს უახლოვდება, თუმცა კორონალური ლაქები შეიძლება მზის აქტივობის ციკლის ნებისმიერ დროს გაჩნდეს. ამას გარდა, მეცნიერები გააკვირვა და დააფიქრა იმან, რომ ახალი ხვრელი ეკვატორის სიახლოვეს წარმოიქმნა, მაშინ როდესაც ისინი, როგორც წესი, მნათობის პოლუსებთან ჩნდება ხოლმე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close