ვიდეოკულტურასაქართველო

VIDEO: აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტი მოამზადა

აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა – CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, სახელწოდებით Ancient Vines, რომლის ჩვენებაც #CBS-ის ეთერში, გადაცემა „60 წუთში“ 26 ნოემბერს გაიმართა. სიუჟეტი  ღვინის ეროვნული სააგენტოს ჩართულობითა და მხარდაჭერით მომზადდა და მასში საქართველოს ღვინის წარმოების რვაათასწლიან ისტორიასა და მის აწმყოზეა საუბარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გადაღებები რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა: ალავერდის ეპარქიაში, ჯიღაურის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან და მეღვინეობაში „ხოხბის ცრემლები“.

„ადამიანი მოკვდავი იყო, ქართული ვაზი კი – მარადიული“, – აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

სიუჟეტში ქართული სამზარეულოს შესახებ შეფმზარეული თეკუნა გაჩეჩილაძე საუბრობს.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close