ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს გამოეთიშა, თუმცა გვპირდება, რომ თავს ხშირად შეგვახსენებს (ვიდეო)
„სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა“, – ამის შესახებ ლიზი გოზალიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გულშემატკივრებს მადლობას უხდის..
19 წლის ქართველი მომღერალი პროექტს Teams Fights-ის – გუნდების შეჯიბრის ეტაპიდან გამოეთიშა.
„ჩემო საოცარო გულშემატკივრებო, სამწუხაროდ, დარბაზში მყოფმა მაყურებელმა გადაწყვიტა, რომ პროექტი უნდა დამეტოვებინა.
გუნდების შეჯიბრში ჯოვანის გუნდიდან პირველი გამოვედი და წითელი სკამი დავიკავე. რამდენიმე გამომსვლელის შემდეგ ტოკიო ჰოტელის მონაწილემ გამომიწვია და დარბაზში მყოფი მაყურებლების ხმათა უმრავლესობით სწორედ ის გადავიდა ნახევარფინალში.
უუუუზომოდ და სამუდამოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ემოციისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამხელა დადებით ენერგიას მივიღებდი ამდენი ნაცნობისა თუ უცნობისგან. უღრმესი მადლობა თქვენ ასეთი გულშემატკივრობისთვის!
პროექტი ჩემთვის დასრულდა, თუმცა ეს ასეა: ეს არის კონკურსი და იმარჯვებს მხოლოდ ერთი
გპირდებით, რომ თავს ხშირად ,,შეგახსენებთ” და ჩემს სათქმელს ყოველთვის, ყველა სცენიდან ვიტყვი.
ჰო და აი, ისიც! ჩემი ბოლო გამოსვლა გერმანულ ,,ვოისში”, – წერს ლიზი და ვიდეოს აზიარებს.
ამავე თემაზე: BILD: „მან უცხო ქვეყანაში მაყურებელთა გულები დაიპყრო და „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა“
BILD: „მან უცხო ქვეყანაში მაყურებელთა გულები დაიპყრო და „ვოისის“ ჟიური აღაფრთოვანა“
კომენტარები