ვიდეოხელოვნებასაქართველო

თითოეული ხმა გადამწყვეტია! ხმის მიცემა უფასოა! – უგულშემატკივრეთ საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე (ვიდეო)

2023 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ მეექვსე სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარდგებიან. ორივე მათგანი 2022 წელს „რანინას“ ფინალისტი იყო.

24 ნოემბრის 23:00 საათიდან ხმის მიცემა დაიწყო!

ეწ­ვი­ეთ სა­იტს vote.junioreurovision.tv – უყუ­რეთ მოკ­ლე ვი­დე­ოს სა­ბავ­შვო ევ­რო­ვი­ზი­ის კონკურსანტებზე, 4-წუთიანი ვიდეოს დასრულების შემდეგ მარჯვენა ქვედა კუთხეში გაიხსნება ხმის მიცემის „სარკმელი“. ხმის მი­ცე­მის­თვის აირ­ჩიეთ სა­ქარ­თვე­ლო და ორი ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ქვე­ყა­ნა და დააჭირეთ ღილაკს VOTE.

ამის შემდეგ სწორად უნდა შეასრულოთ მარტივი მათემატიკური მოქმედება (ასეთი სირთულის –  1+8=), რათა დაამტკიცოთ, რომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა რობოტი

ხმის მი­ცე­მა გაგ­რძელ­დე­ბა 26 ნო­ემ­ბრის 19:00 სა­ა­თამ­დე და შე­წყდე­ბა სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც კონ­კურ­სის პირ­და­პი­რი ტრანსლა­ცია და­ი­წყე­ბა.

26 ნო­ემ­ბერს, თექ­ვსმე­ტი­ვე მო­ნა­წი­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ხმის მი­ცე­მა 15 წუ­თით გა­ნახ­ლდე­ბა და ამ 15 წუთის განმავლობაში ისევ შეძ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხმის მი­ცე­მას.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის და­ჯა­მე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­დე­ბა.

თითოეული ხმა გადამწყვეტია!

ხმის მიცემა უფასოა!

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close