საქართველოსპორტი

ხონელი მარიამ მურღვლიანი იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა (ვიდეო)

მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე იუნიორთა (U 20) მსოფლიო ჩემპიონატზე ძალოსნობაში ბრწყინვალედ იასპარეზა 16 წლის ქართველმა სპორტსმენმა მარიამ მურღვლიანმა, რომელიც 87 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. 

მან ატაცში 102 კილოგრამი დაძლია, აკვრაში – 123 კგ, ორჭიდის ჯამში კი – 225 კგ და მსოფლიო ჩემპიონატის სამი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა მექსიკაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 10 მედალი მოიპოვეს.

სულ 9 ქართველმა იუნიორმა მექსიკაში 4 ოქროს (87კგ წონით კატეგორიაში მარიამ მურღვლიანი – ატაცი, აკვრა, ორჭიდი და 109 კგ-ში გიორგი კირვალიძე – ატაცი) და 6 ბრინჯაოს მედალი  (81 კგ-ში საბა ასანიძე – აკვრა, ორჭიდი, 89 კგ-ში ზურაბ მსხალაძე ორჭიდი, 102 კგ-ში გურამ ვეკუა – აკვრა, ორჭიდი,  109 კგ-ში გიორგი კირვალიძე – ორჭიდი) მოიპოვა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close