ვიდეოქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ესპანეთში „ქართული მაფიის“ წევრები დააკავეს, მასშტაბური სპეცოპერაცია ბარსელონასა და რამდენიმე ქალაქში ჩატარდა (ვიდეო)

Mossos d’Esquadra-მ, ესპანეთის ეროვნულ პოლიციასთან, ინტერპოლთან და FBI-სთან თანამშრომლობით ქართველების კრიმინალური დაჯგუფების განეიტრალების მიზნით გასულ სამშაბათს, დილიდანვე მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

Mossos-ის ინფორმაციით, „მაფია ხეორხიანას“ (ესპ. mafia georgiana) საქმიანობის ეპიცენტრი კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაშია.

პოლიციის წყაროების ცნობით, ბარსელონის აგლომერაციის სხვადასხვა ნაწილში პოლიცია დაახლოებით 30 ადგილას შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს, მათგან 17 თავად ბარსელონაშია, აგრეთვე, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: კასტელბისბალი, კორნელია დე ლობრეგატი, სიტჟესი, მასნოუ, ტარაგონა და ბადალონა; ამას გარდა, კიდევ 4 ადგილას ჩატარდა ჩხრეკა ესტეპონში, მარბელიასა და ალიკანტეში.

მასშტაბურ საპოლიციო აქციაში 350 კატალონიელი სამართალდამცველი და სპეციალისტი მონაწილეობდა, გამომძიებლების, აგრეთვე, Tedax-ის,  Brimo-ს, ARRO-ს აგენტებისა და კინოლოგების ჩათვლით.

ამ დროისათვის დაკავებულია 30-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც „შოდკაში“ მონაწილეობდნენ (Shodka – რუსული სახელწოდებაა, რომელიც აღნიშნავს მეგობრების შეხვედრას არყის/водка სმის თანხლებით, აღმოსავლური მაფიოზური დაჯგუფებები ასე უწოდებენ თავიანთ შეხვედრებს).

დაკავებულებს ბრალად ედებათ ძარცვა და ფულის გათეთრება.

პოლიცია საფოსტო გზავნილების ერთ-ერთ კომპანიაშიც შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც ბარსელონაში, სერანოს ქუჩის 48 ნომერში მდებარეობს. სააგენტო ACN-ს ცნობით, ამ დაწესებულებაში ერთ-ერთი დაკავებული იმყოფებოდა, რომელიც ჩხრეკის მოწმე გახდა.

გამომძიებლებს საფუძველი აქვთ, ივარაუდონ, რომ ქართული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ამანათების ამ კომპანიას იყენებდა ნაძარცვი ნივთების გასაგზავნად.

გამოძიება გრძელდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close