ვიდეოხელოვნებასაქართველო

3 პატარა ქართველ მომღერალთან ერთად საბავშვო ევროვიზიის სცენაზე ორი მოცეკვავეც გამოვა

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე „რანინას“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან და ვოკალის აკადემიის აღსაზრდელებთან – ნიკოლოზ ხარატთან და ოთო ბაზერაშვილთან ერთად სცენაზე ორი მოცეკვავეც გამოვა: მხატვრული ტანმოვარჯიშეები –  ნიტა ჯამაგიძე  და ბარბარე ქაჯაია.

12 წლის ნიტა ჯამაგიძე Grand Rhythmic-ში, ლალი დოლიძის სპორტ კლუბში ვარჯიშობს. იგი არის ეროვნული ნაკრების წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორი. ასევე, 2023 წელს საქართველოს ჩემპიონი ცალკეულ საგნებში.

13 წლის ბარბარე ქაჯაია ნელი სალაძის აკადემიის მხატვრული ტანმოვარჯიშეა. არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის და ქალაქის მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი.

საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებენ სიმღერას OVER THE SKY.

21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

ამავე თემაზე: წლევანდელ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სამი პატარა ქართველი მომღერალი წარადგენს

საქართველოს წარმომადგენლები საბავშვო ევროვიზიაზე შეასრულებენ სიმღერას OVER THE SKY – სიმღერის ვიდეორგოლი გამოვიდა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close