ვიდეოქართველები უცხოეთშიარტისტი

ნიუ-იორკში ალექსანდრე ზაზარაშვილის სოლო კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

ალექსანდრე ზაზარაშვილი ამერიკის მასშტაბით კონცერტებს რამდენიმე თვეა მართავს, 5 ნოემბერს კი მისი სოლო კონცერტი ნიუ-იორკში შედგა. 

ამერიკული „ნიჭიერის“ გამარჯვებული ქართველი მომღერლის კონცერტი ბრუკლინის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზ Roulette Intermedium-ში გამართა. Roulette (ე.წ. რულეტკა) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ექსპერიმენტული ცეკვის, ახალი მუსიკის, საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას და ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდა ტალანტებს უთმობს თავის სცენას.

ალექსანდრემ კონცერტზე საკუთარი სიმღერები შეასრულა და მსმენელს, როგორც თავად წერს, მის მიერ „განვლილი გზა ულამაზესი შოუთი გაატარა“. კონცერტი ცეკვის ანსამბლმა Pesvebi NY-მ გაალამაზა.

„იმდენად დიდი ემოციების კორიანტელში ვარ, რომ არც კი ვიცი, საიდან დავიწყო!

დიდი სირთულეებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ხალხის აღიარებით, შევძელით ამ
კონცერტის მაღალი კლასით ჩატარება!
ვარ უიღბლიანესი და დალოცვილი ადამიანი, რომ მყავს ჩემი ახლობლების, მეგობრების და სრულიად უცხო ადამიანების მსგავსი ხალხი, რომლებიც ასე გვერდში მიდგანან!

უღრმესი მადლობა ყველას ვინც დამაფასა და მოვიდა, ძალიან ვაფასებ თქვენს მხარდაჭერასა და თანადგომას!“ – დაწერა მომღერალმა ფეისბუქში.

ალექსანდრე ზაზარაშვილის ნიუიორკულ კონცერტზე მისი მენტორი, ვოკალის ცნობილი პედაგოგი შერილ პორტერი სპეციალური მაისურით მივიდა, წარწერით Ale Zander.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close