ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

საბერძნეთში ჩრდილოეთის ნათება გამოჩნდა – რა გახდა უჩვეულო მოვლენის მიზეზი? (ფოტოები, ვიდეო)

ჩრდილოეთის ნათების საოცარი ფენომენი დაფიქსირდა 5-იდან 6 ნოემბრის ღამით საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში – თვალწარმტაცი და, ცოტა არ იყოს, გამაოგნებელი სანახაობის თვითმხილველები ცენტრალური მაკედონიის, სერესის, პიერიის და თესალონიკის მაცხოვრებლები გახდნენ. ამის შესახებ CNN.GR წერს.

საოცარმა სანახაობამ – მეწამულად შეღებილმა ღამის ცამ – ადამიანთა დიდი ინტერესი გამოიწვია და ყველა გააოცა – ახალგაზრდაც და მოხუციც. ზოგმა ამ თემაზე სახუმარო სტატუსები გამოაქვეყნა, ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ეს „ქვეყნიერების დასასრულად“ მონათლეს.

თვითმხილველთა მიერ გადაღებულმა ფოტოებმა და ვიდეოებმა სწრაფად დაიპყრო სოციალური ქსელები და ვირუსულად გავრცელდა.

„G3 დონის ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი გავრცელდა ევროპაში, რამაც პოლარული ნათება გამოიწვია იტალიასა და ბულგარეთშიც კი“, – დაწერა X პლატფორმაზე (ყოფილი ტვიტერი) ΕΜΥ-ს (საბერძნეთის მეტეოროლოგიის ეროვნული სამსახური) დირექტორმა  თეოდოროს კოლიდასმა.

ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომელიც საბერძნეთზე ადრე, ჯერ პირველად ბულგარეთში გამოჩნდა განსაკუთრებით ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხლის გამო (ამოფრქვევა მზეზე), რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს დაატყდა თავს.

პოლარული ნათება – ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ჩვეულებრივ, ამ დროს ჩნდება ხოლმე ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ქვეყნებში, ისლანდიაში, დიდ ბრიტანეთში.

ნინო ხოშტარია

ასევე, დაგაინტერესებთ: ნოემბრის მძიმე დღეები – მოსალოდნელია რამდენიმე ძლიერი გეომაგნიტური შტორმი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close