სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 ვერცხლის მედლით დაასრულა

დღეს 3 ქართველი მოჭიდავე დამარცხდა ფინალურ შეხვედრებში და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დღეს დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, რომელიც 3 ნოემბერს დაიწყო. ტურნირის ბოლო დღეს, 5 ნოემბერს საქართველოს ღირსებას ხუთი ქართველი ძიუდოისტი იცავდა, რომელთაგანაც სამმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში ფინელ პუმალაინენთან დამატებით დროში ვაზარით წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ცოტა ხნით ადრე კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) დათმეს ფინალური ორთაბრძოლები და ნაკრებს 2 ვერცხლი მოუტანეს.

ლუკა მაისურაძე (90 კგ) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი ასპარეზობას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი – ვერცხლის სინჯის – გუშინ, ტურნირის მეორე დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) მოუტანა – ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული, 23 წლის ქართველი ძიუდოისტი თურქეთის სახელით მოასპარეზე თანამემამულესთან, ვედატ ალბაირაკთან (ვანო რევაზიშვილი) ვაზარით დამარცხდა.

ცნობისათვის: 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) , ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.

ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close