საზოგადოებასაქართველო

1-ლი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო აცრა უფასო იქნება

პირველიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

აცრისთვის სასურველი კლინიკა შეგიძლიათ ამ ბმულზე მოცემული ჩამონათვალიდან აირჩიოთ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close