ვიდეოქართველები უცხოეთშისპორტი
„ნაპოლიმ“ ბერლინის „უნიონი“ კვარაცხელიას საგოლე გადაცემით დაამარცხა – ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს (ვიდეო)
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩი სტუმრად ბერლინში გამართა „უნიონ ბერლინთან“ და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე კვარას საგოლე გადაცემის შემდეგ ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შეფასება დაიმსახურა საფეხბურთო პორტალებისგან – Whoscored-მა და Flashscore-მა მას 8.1 ქულა დაუწერეს, ხოლო Sofascore-მა – 7.8 ქულა.
ხვიჩა კვარაცხელია უეფამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა და სპეციალური ჯილდო გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-10 ტურის მატჩს შინ გამართავს „მილანთან“ 29 ოქტომბერს.
კომენტარები