ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი: ზოდიაქოს 5 ყველაზე ჭკვიანი ნიშანი

ვინც მოინდომებს, ყველას შეუძლია განავითაროს თავისი ინტელექტი, მაგრამ ფარულ ნიჭსა და თანდაყოლილ თვისებებს ზოგიერთი ადამიანი დიდ მიღწევებამდე მიჰყავს. მოდი გავარკვიოთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ ყველაზე მაღალი IQ და ხართ თუ არა მათ ხუთეულში.

ტყუპი

ტყუპები დაბადებიდან ისწრაფვიან  ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებისკენ. მათ, როგორც წესი, რამდენიმე დიპლომი აქვთ, სწრაფად აღიქვამენ და ითვისებენ ნებისმიერ ინფორმაციას, მაგრამ მის სწორად გამოყენებას ყოველთვის როდი ახერხებენ. ამიტომ მათ თავში (ისევე, როგორც ბინაში), ნამდვილი ქაოსია. ტყუპები სწრაფად რეაგირებენ ცხოვრებისეულ ცვლილებებზე, ადვილად სწავლობენ, პრაქტიკულად აზროვნებენ და მათთან ურთიერთობა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნოა. მათ შეუძლიათ ზუსტად გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და  იზიარებენ სხვა ადამიანების გამოცდილებასაც. აქვთ კრეატიული იდეები ნებისმიერი პრობლემური სიტუაციიდან თავის დასაღწევად. ტუპებს მოსწონთ კონსტრუქციული დიალოგები ირგვლივ მყოფ ხალხთან.  მათი  IQ  ყოველთვის უმაღლეს დონეზეა.

მერწყული

ნებისმიერ კომპანიაში მერწყულებს შეუძლიათ თავი გონებამახვილობით გამოიჩინონ.  ისინი გამოირჩევიან თანმიმდევრულობით,  სიმტკიცითა  და მაღალი ინტელექტით. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად მორცხვი, თავშეკავებული ადამიანები ჰგონიათ,  მაგრამ ამის უკან დიდი ცოდნა და ნიჭი იმალება. მერწყულს დაბადებიდანვე მაღალი IQ აქვს,  მაგრამ ის ყოველთვის არ იჩენს თავს. თუ ამ ნიშნის წარმომადგენელი დაინტერესებულია კარიერით, მაშინ მისი გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურდება და მიზნის მიღწევაში დაეხმარება. ამავდროულად, მერწყულებს არ უყვართ მუშაობა, ამიტომ ხშირად ახდენენ რაღაცის რაციონალიზაციას და ოპტიმიზაციას, ცდილობენ, თავი აარიდონ ზედმეტ  სამუშაოს. მათი გონებამახვილობა და კარგი იუმორის გრძნობა ნებისმიერ სიტუაციას წარმატებულ მოვლენად აქცევს. მერწყულის ქცევა ყოველთვის კრეატიული, განსხვავებული და ორიგინალური უნდა იყოს.

თხის რქა

თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. ისინი ადვილად იღებენ  პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე სხვადასხვა სიტუაციებში და იციან, როგორ გაამართლონ თავიანთი ქმედებები. თხის რქები გონიერებით გამოირჩევიან, ამიტომ გარშემო მყოფები მათ ხშირად მიმართავენ რჩევისა და მხარდაჭერისთვის. ამ ნიშნის წარმომადგენლებს აქვთ გაწონასწორებული ხასიათი და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება, ასევე, იციან, როგორ დასახონ მიზნები და მიაღწიონ მათ. გარდა ამისა, თხის რქები გამოირჩევიან პრაგმატიზმით – თუ რომელიმე თემა დააინტერესებთ, ინფორმაციის მაქსიმუმს შეაგროვებენ მის შესახებ. იციან, რომ ცხოვრებაში პატარა რაღაცებიც კი მნიშვნელოვანია. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით იყენებენ პროფესიული ზრდისთვის. რა თქმა უნდა, მათ მაღალი IQ აქვთ.

მორიელი

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა იციან თავიანთი  მაღალი IQ-ს შესახებ  და ამით ამაყობენ. ახლობლებსა და კოლეგებთან ურთიერთობისას მოსწონთ, დაამტკიცონ თავიანთი ინფორმირებულობა და კორექტულობა ყველა საკითხში, ამიტომ ზოგი აღფრთოვანებულია მათით, ზოგი კი მათ ამპარტავნად მიიჩნევს. მორიელებმა უნდა ისწავლონ იმის გარკვევა, თუ რა სიტუაციებში ღირს საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გამოვლენა და როდის უნდა გაჩუმდნენ მოკრძალებულად. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც კარგად დაფიქრების შემდეგ მათი მახვილი გონება ვერ ამოხსნის. ასევე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებმა იციან სწავლის ფასი, შრომისმოყვარეები არიან და აფასებენ თავიანთ პროფესიას. მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ინტუიციაც საუკეთესო აქვთ.

ლომი

ზოდიაქოს ყველაზე შრომისმოყვარე (მათ შორის, სწავლაში) ნიშანია. ლომები ყოველთვის ეჭვობენ და ეძებენ თავიანთი სიტყვების დადასტურებას, ამიტომ ისინი დიდ ცოდნას აგროვებენ  და ამით გამოირჩევიან გარშემო მყოფებისგან. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა – ისინი თავდაჯერებულები და მიზანდასახულები არიან და ამ თვისებებს ნებისმიერ დროს იყენებენ. ფლობენ ენციკლოპედიურ ცოდნას და ადვილად უზიარებენ მას სხვებს, თუ საუბრის თემა დააინტერესებთ. ჩვეულებრივ, ლომებს რამდენიმე ჰობი აქვთ, რაც მათ ინტელექტუალურ დონეს ამაღლებს და ირგვლივ მყოფებისთვის საინტერესო თანამოსაუბრეებად აქცევს. ლომს განსაკუთრებით ისეთ ხალხთან უყვარს ურთიერთობა, ვისგანაც რაიმეს სწავლა შეუძლია.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close