ვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

ლიზი გოზალიშვილი The Voice of Germany-ს შემდეგ ეტაპზე გადავიდა (ვიდეო)

ქართველი მომღერლის – ლიზი გოზალიშვილისთვის The Voice of Germany-ს „რინგის“ ეტაპიც წარმატებული გამოდგა და იგი მესამე ეტაპზე გადავიდა.

როგორც ლიზი ფეისბუქზე წერს, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს, რინგიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე.

ჟიურიმ ქალაქ ბონის უნივერსიტეტის სამუსიკო მეცნიერებების სტუდენტი, 19 წლის ქართველი მომღერალი ამჯერადაც გამოარჩია – მისი ვოკალური მონაცემები და მებრძოლი ხასიათი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ლიზი „რინგზე“ გუნდის ერთ-ერთ წევრ ნიკოლ შოლცს „შეერკინა“ და გაიმარჯვა. მათ მა­ი­ლი სა­ი­რუ­სის „Prisoner“ შე­ას­რუ­ლეს.

ჟიურის წევრმა გერმანელ-იტალიელმა მომღერალმა და ლიზის მენ­ტორ­მა ჯოვანიმ თავისი გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა: „ვოისში ადგილების რაოდენობა და დრო შეზღუდული გვაქვს. თქვენ შორის გადავა ერთი –  ის, ვინც ნამდვილი მებრძოლია. აქ ეს თვისება ძალიან საჭიროა, რათა ყველა სიტუაციას მოერგო და მზად იყოს ნებისმიერი მონაწილის წინააღმდეგ საბრძოლველად და ასეთი ამ შემთხვევაში ჩემთვის არის ლიზი…  ლიზი, შენ შემდეგ ეტაპზე ხარ“.

ლიზიმ სოციალურ ქსელში ე. წ. რინგის ტურზე თავისი გამოსვლის ვიდეო გააზიარა.

„ესეც ჩემი გამოსვლა ,,ვოისის“ მეორე ეტაპზე – რინგზე 🚀⭐️
რინგი ემოციურად ყველაზე რთული ეტაპია: იბრძვი საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ.
თუმცა, ახალი წესების მიხედვით, მწვრთნელს უფლება აქვს რინგიდან შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს ერთ-ერთი, ორივე ან არცერთი მონაწილე“, – წერს ლიზი გოზალიშვილი.

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close