არტისტისაქართველო

როგორი ბიჭები მოსწონს ნუცას და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში – ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან (ვიდეო)

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გადაცემა „შუადღეს“ სტუმრობდა, სადაც პირადი ცხოვრების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

გადაცემის წამყვანები დაინტერესდნენ, როგორი ბიჭები მოსწონს ნუცას და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რაზეც მან უპასუხა:

„ჩემნაირი ხასიათის ადამიანები არ მომწონს, რაც უფრო წყნარი და ჩუმია, მით უფრო მეტად მომწონს ადამიანი. რომ გითხრათ ახლა, მთავარი სიყვარული მოვიდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი… ჯერჯერობით არ მოსულა, მაგრამ მიმდინარეობს პროცესი. მოვა თუ არა, წლის ბოლოს გეტყვით. ახლა ვარ დაკვირვების პროცესში“, – ამბობს მომღერალი.

იგი ახალგაზრდებს მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად.

„ჩემს თავზე ყველანაირი ჭორი გამიგია, ამას არ ვაქცევ ყურადღებას. იყო მომენტები, როდესაც ძალიან მეტკინა. ახლა უკვე ისეთ ეტაპზე მივედი, საერთოდ აღარ ახდენს ჩემზე გავლენას. მე არასდროს ვკარგავ ადამიანობას“, – ამბობს ნუცა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close