ისრაელზე ტერორიტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ თავდასხმის გამო რიგმა ავიაკომპანიებმა თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გააუქმეს. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
ავიაკომპანია Lufthansa-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისრაელის მიმართილებით ფრენების რაოდენობას ამცირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ შაბათს შესრულდა რეისი თელ-ავივიდან ფრანკფურტის მიმართულებით, თუმცა სხვა რეისები, რომლებიც დღეს იყო დაგეგმილი, ჯერჯერობით გაუქმებულია.
შვეიცარიულმა ავიაკომპანია Swiss-მა, რომელიც Lufthansa-ს შვილობილი კომპანიაა, მიიღო გადაწყვეტილება, ისრაელის მიმართულებით ფრენები გაურკვეველი ვადით გადადოს. კომპანიაში მიზეზად ისრაელში შემქნილ ვითარებას ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მიიღეს.
მედიის ცნობით, დღის განმავლობაში, დაწყებული თავდასხმის შემდეგ, რამდენიმე თვითმფრინავმა კურსი შეცვალა და უკან გაბრუნდა. მაგალითად, Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც რომიდან თელ-ავივში მიფრინავდა, ისევ იტალიაში დაბრუნდა. კომპანიას კიდევ ერთი თვითმფრინავი, რომელიც ასევე ისრაელის დედაქალაქში მიფრინავდა, ლარნაკაში დაჯდა.
Spiegel-ი წერს, რომ Turkish Airlines-მა თავდასხმის დაწყების შემდეგ თვითმფრინავი კვიპროსის მახლობლად უკან მოაბრუნა. გარდა ამისა, რეისები გააუქმა პოლონურმა ავიაკომპანია LOT-მა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ფრენების აღდგენა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული და უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენებს დააკვირდებიან.
formulanews.ge
კომენტარები