ამინდისაქართველო

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს და ხვალ – 26-27 სექტემბერს

26-27 სექტემბერს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსს გადააჭარბებს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

დედაქალაქ თბილისში 26-27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25-27 გრადუსს მიაღწევს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი დღისით 27- 29 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) სინოპტიკოსები 26-27 სექტემბერს თბილ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო)   26-27 სექტემბერს ასევე თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერი დღისით +26-28 გრადუსამდე გათბება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26-27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსს მიაღწევს. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც მოვიდეს, ხოლო 27 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით  +24, +26 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 სექტემბერს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 27 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი დღისით +18-20 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close