ვიდეომსოფლიო

შვედეთში მეწყრის შედეგად ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი ჩამოინგრა, ავტომობილები ორმოებსა და ნაპრალებში ჩავარდა (ვიდეო)

შვედეთში მეწყრის შედეგად 23 სექტემბერს, ღამით ავტომაგისტრალის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქიის გამო დაზარალებული 3 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ მსუბუქი ტრავმები აღენიშნებათ.

შემთხვევა შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქ გეტებორგისა და ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა, პატარა ქალაქ სტენუნსგუნდის მახლობლად, რომელიც გეტებორგიდან ჩრდილოეთით, 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, შვედეთის დასავლეთ სანაპიროზე.

გეტებორგის სამაშველო სამსახურის ცნობით, მეწყრის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა 15 000 მეტრი ფართობი, მათ შორის, ტყის მასივი, ბენზინგასამართი სადგური და სწრაფი კვების რესტორანი; აგრეთვე, დაზიანდა 10-მდე ავტომობილი. მთლიანობაში კი სტიქია 140 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს შეეხო.

შვედეთის საინფორმაციო სააგენტო TT-ის ცნობით, ავტომობილები, მათ შორის, ერთი სატვირთო მანქანა მეწყრის შედეგად წარმოქმნილ ორმოებსა და ნაპრალებში ჩავარდა. სამაშველო სამსახური იუწყება, რომ მეხანძრე-მაშველებმა ავტომობილებში მყოფი ყველა ადამიანი გადაარჩინეს – ავტომანქანებიდან ამოიყვანეს და ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

შვედეთი სატრანსპორტო სამსახურის ვერსიით, სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

პოლიციამ თავის ოფიციალურ საიტზე დაწერა, რომ დაწყებულია გამოძიება, ხომ არ უკავშირდება მეწყრის ჩამოწოლა ავტომაგისტრალის სიახლოვეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის პოლიციას ეჭვმიტანილი არ ჰყავს.

სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ კვალიფიციური პერსონალი და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ.

გეოლოგები მეწყრის გამეორებას არ გამორიცხავენ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close