ვიდეოკინო/ფილმები

ათი საუკეთესო ეპიზოდი ათი საუკეთესო სერიალიდან (ვიდეო)

ცნობილი გამოცემა Vanity Fair-ი აქვეყნებს საუკეთესო ეპიზოდების ჩამონათვალს ყველა დროის საუკეთესო სერიალებიდან. ამ სიაში მოხვდა ისეთი სერიალები, როგორიცაა: „გრეის ანატომია“, „დაკარგულები“, „სამეფო კარის თამაშები“ და „მძიმე დანაშაული“.

 „სამყაროს დასასრული“, გრეის ანატომია

19 სეზონის განმავლობაში სერიალის მთავარი პერსონაჟის თავს ბევრი ტრაგედია დატრიალდა. მერედიტ გრეი გადაურჩა ავიაკატასტროფას, ბორნების ჩაძირვას, გარდაეცვალა მეუღლე დერეკ შეფარდი. ამ ტრაგედიების მიუხედავად, Vanity Fair-ი ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად მეორე სეზონის მე-16 სერიას მიიჩნევს, სადაც კლინიკის ერთ-ერთი სტაჟიორი ხელით შეეხება პაციენტის მუცლის ღრუში ნაპოვნ ბომბს. მერედიტი თავის თავზე აიღებს ამ დიდ პასუხისმგებლობას და სტაჟიორს დიდი სიფრთხილით გამოართმევს ბომბს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, აფეთქებულიყო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძაფრსიუჟეტიანი სცენა „გრეის ანატომიაში“, რომლის გასვლის შემდეგაც სერიალის ყველა ფანი ამაზე საუბრობდა.

The Constant, დაკარგულები

The Contestant-ს Vanity Fair-ი სერიალ „დაკარგულების“ ყველაზე გამორჩეულ ეპიზოდად ასახელებს. ამ სერიაში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომელიც დროის ორ პერიოდს შორის არის გაჭედილი და მეხისიერებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, გაიხსენებს ყოფილი შეყვარებულის ნომერს და ურეკავს მას დაშორებიდან რვა წლის შემდეგ. როგორც სერიალის ფანები ამბობენ, ეს ყველაზე ემოციური ეპიზოდი იყო მთელი სერიალის განმავლობაში.

Blackwater, „სამეფო კარის თამაშები“

„სამეფო კარის თამაშების“ ეპიზოდში, სახელწოდებით Blackwater მთავარი ბრძოლა ხდება გამოგონილ ქალაქ King’s Landing-ში. სტანის ბარათეონი, რომელიც პრეტენზიას აცხადებს რკინის ტახტზე, ხელმძღვანელობს თავის ფლოტს მეფე ჯოფრი ლანისტერის არმიის წინააღმდეგ. ბრძოლა ძირითადად Blackwater-ის ყურის გარშემო ვითარდება. სტანისი ქალაქის კარიბჭის შენგრევას ცდილობს, ხოლო მცველები, ტირიონ ლანისტერის მეთაურობით, ქალაქის დასაცავად ემზადებიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი, სადაც ჩანს შუასაუკუნეების ომების სისასტიკე.

გააგრძელე კითხვა აქ: 1tv.ge/news/10-sauketeso

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close