მიგრაციამსოფლიო

გერმანიის მთავრობამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა – რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის და ემიგრაციაში წასვლის მსურველებისთვის

გერმანიის მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამას ითვალისწინებს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა.

უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების განხილვა უფრო სწრაფად მოხდება და, უარის თქმის შემთხვევაში, დაჩქარდება დეპორტაციის პროცედურა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წელს და 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების 99,9%-ზე უარყოფითი პასუხი იყო გაცემული. გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 8 865-მა და მოლდოვის 5 218-მა მოქალაქემ მოითხოვა.

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია „ქრონიკასთან“ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

„ეს არის მნიშვნელოვანი პროგრესი ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბუნდესტაგში და შემდეგ კი ბუნდესრატში მოხდება მისი განხილვა. დიდი ალბათობით, დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. ეს არის აღიარება და შედეგი იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი. არის აღიარება იმ მნიშვნელოვანი წარმატებებისა, რომელსაც ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში ვაღწევთ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან. ეს არის ასევე წინაპირობა იმისთვის, რომ ახლო მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ლეგალური დასაქმების პირობები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. როგორც კი იქნება კანონპროექტი მიღებული, გაფორმდება მიგრაციის შესახებ შეთანხმება, სადაც მოხდება ცალკეული სფეროების იდენტიფიცირება და ამ სფეროებში იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი დასაქმების ლეგალური ბაზა“, – განაცხადა ელჩმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close