სპორტი

მსოფლიო თასი: საქართველოს ნაკრებმა ვენესუელაც დაამარცხა და ბრძოლას მეორე ეტაპზე განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე სამიდან ორი მატჩი მოიგო. ისევე, როგორც კაბო ვერდე, ჩვენმა გუნდმა ვენესუელაც დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 70:59 და დამსახურებულად გავიდა მეორე ჯგუფურ ეტაპზე. 

შეგახსენებთ, რომ მეორე შეხვედრაში 28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა.

მომდევნო ეტაპი 1-ელ სექტემბერს დაიწყება და საქართველო მეოთხედფინალში გასასვლელად იბრძოლებს. K ჯგუფში საქართველოსა და სლოვენიასთან ერთად, რომლებიც მომდევნო ეტაპზე F ჯგუფიდან გავიდნენ, გერმანია და ავსტრალიაც არიან E ჯგუფიდან. ამ ოთხი გუნდიდან  1/4-ფინალში ორი ითამაშებს. მათ პირველ ეტაპზე მოგროვილი ყველა ქულა გადაჰყვათ მეორე ეტაპზე.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი გამოქვეყნდა.

ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას პირველ სექტემბერს, 12 საათსა და 30 წუთზე გამართავს გერმანიის ნაკრებთან, საქართველოს და ავსტრალიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა კი 3 სექტემბერს, 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

K ჯგუფში სხვა მატჩების განრიგი ასეთია:

1-ლი სექტემბერი. ავსტრალია-სლოვენია (16:10)

3 სექტემბერი. გერმანია-სლოვენია (15:10)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close